მითითებულ მისამართზე განთავსებულია ჩემი და კოლეგების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები დაწყებითი კლასებისთვის.
суббота, 28 мая 2016 г.
воскресенье, 15 мая 2016 г.
,,პროექტებით სწავლება'' მე-8 დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, შევქმენით საჭირო რუბრიკები, შევიტანეთ შესწორებები. დავასრულე სასწავლო პროცედურები, შევავსე ინტერნეტ რესურსები.
ასევე, ხელახლა გადავხედეთ პროექტის გეგმას, ვიმუშავეთ გეგმის თითოეულ ნაწილზე, კიდევ ერთხელ შევიტანეთ ცვლილებები.
ასევე, ხელახლა გადავხედეთ პროექტის გეგმას, ვიმუშავეთ გეგმის თითოეულ ნაწილზე, კიდევ ერთხელ შევიტანეთ ცვლილებები.
суббота, 14 мая 2016 г.
,,პროექტებით სწავლება'' მე-7 დღის რეფლექსია
ტრენინგის დასაწყისში გადავხედეთ გეგმის შაბლონს. შევიტანეთ ცვლილებები. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. განვიხილეთ და შევქმენით სხვადასხვა შეფასების რუბრიკები, პროექტის თემის საჭიროებებიდან გამომდინარე.
воскресенье, 8 мая 2016 г.
,,პროექტებით სწავლება'' მე-6 დღის რეფლექსია.
ვიმსჯელეთ დიფერენცირებული სწავლების ეტაპებზე, ვიმუშავეთ დავალებების დონეების მიხედვით მოდიფიცირება-მორგებაზე; განვსაზღვრეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა და დავსახეთ სასწავლო პროცედურები; განვიხილეთ შეფასებების მოკლე მონახაზი;
суббота, 7 мая 2016 г.
,,პროექტებით სწავლება'' მე-5 დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო იმით, რომ დღეს მოვახდინეთ წინარე ცოდნის გააქტიურება, დავათვალიერეთ და განვიხილეთ ბუკლეტები; ასევე ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე და მოსწავლის სავარაუდო ნიმუშებზე, შევიტანეთ ინფორმაცია; გუგლიდან გადმოვწერეთ სურათები და შევავსეთ საავტორო უფლებები. ასევე შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი.
воскресенье, 24 апреля 2016 г.
,,პროექტებით სწავლება'' მე-4 დღის რეფლექსია
დღეს ტრენინგზე მოვიფიქრეთ და ჩავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები; გამოვყვით მათგან სამი ყველაზე აქტუალური კითხვა და ვიმსჯელეთ მათ მნიშვნელობაზე; გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობლივ კითხვებს და შევიტანეთ პროექტის გეგმაში.
суббота, 23 апреля 2016 г.
,, პროექტებით სწავლება'' მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგი ,,პროექტებით სწავლება მნიშვნელოვანია ჩემთვის იმით, რომ მოსწავლეებს, მშობლებს და სკოლას შევთავაზო საინტერესო, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროცესი.
პროექტზე გავეცანი პროექტის მიზნებს, ავირჩიე თემა, განვსაზღვრე მიზნები და შევიმუშავე გეგმა, რომელიც მოვარგე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს და გავითვალისწინე 21 საუკუნის უნარ-ჩვევები.
და ბოლოს დავამზადე საინფორმაციო ბუკლეტის შაბლონი.
პროექტზე გავეცანი პროექტის მიზნებს, ავირჩიე თემა, განვსაზღვრე მიზნები და შევიმუშავე გეგმა, რომელიც მოვარგე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს და გავითვალისწინე 21 საუკუნის უნარ-ჩვევები.
და ბოლოს დავამზადე საინფორმაციო ბუკლეტის შაბლონი.
Подписаться на:
Сообщения (Atom)