ს.ს.ი.პ.
ქალაქ თბილისის N60 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის, მაია მჭედლიშვილის,
2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს
რეფლექსია
ჩემი პროფესიული განვითარება 2020-2021 სასწავლო წელს
პრაქტიკული
დღიური
მუხლი 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებლის ვალდებულებები
1.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული ვალდებულებებია:
ა) სასწავლო წლის
დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა;
საგნობრივი თემატურ-კალენდარული
გეგმები:
ბ) საგნობრივი
სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული
საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება1);
ე) ერთი სასწავლო
წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგკურსის/კურსების
გავლა:
ე.ბ) წამყვანი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 12 საკონტაქტო საათი;
ტრენინგები:
13-15 ივლისი (2020წ) _ ქცევის გამოყენებითი
ანალიზი (,,საქართველოს კარიტასის“ უნკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროგრამა)
3 ოქტომბერი (2020წ)_ ახალი სკოლის მოდელი (ყველა საგანი)
24 ოქტობმერი (2020წ)
_ კომპიურერული ტექნოლოგიები (ახალი სკოლის მოდელი)
14
ნოემბერი(2020წ)_
ლიდერი მასწავლბლების ტრენინგი_პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს და USAID-ის თანამშრომლობის
ფარგლებში.
16 დეკემბერი (2020წ) _მედია
ეკონომიკა (მედიაწიგნიერების
განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტი)
11-12 იანვარი (2021წ)
_ ,,საქართველოს სკოლებში სოციალურ - ემოციური უნარების სწავლების
დანერგვის ხელშეწყობა’’ (პროექტი განხორციელდა ევროპის ფონდის (EPF) ფინანსური მხარდაჭერით.
1 თებერვალი (2021წ)_ კომპიუტერული ტექნოლოგიები
(ისტ ტექნოლოგიები, საგნობრივი)
16 მაისი
(2021წ)_ ინკლუზიური განათლება (16 საათი)
21 მარტი (2020წ)_ დისტანციური სწავლება ,,საუბრები ოფის 365“
14 – 19 ივლისი _ მათემატიკა (12 საათი)
ზ) კოლეგებთან თანამშრომლობა
სასკოლო კულტურის განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად;
შეხვედრის
თემა: ,,განმავითარებელი შეფასება“
სასწავლო გარემო
?
სკოლაში
(მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან) ვამყარებ პოზიტიურ კომუნიკაციას, კეთილგანწყობილ
და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს?
ყოველთვის
ვითვალისწინებ მოსწავლის სწავლებასთან დაკავშირებულ ემოციურ და სოციალურ
პრობლემებს, ვიკვლევ მოსწავლეთა კულტურულ თვისებებს, მათ გავლენას მოსწავლეთა
ღირებულებებზე, შევიმუშავებ საჭირო რეკომენდაციებს და ვქმნი ყველა მოსწავლისთვის
მათი კულტურული და სოციალური მახასიათებლების გათვალისწინებით უსაფრთხო გარემოს.
ვაკვირდები
კომფლიქტურ სიტუაციებს, ვიკვლევ მათი წარმოშობის მიზეზებს, ვაანალიზებ და ვგეგმავ
მათი გადაჭრის ეფექტურ სტრატეგიებს.
კლასში
მოსწავლეთა ჩართულობის პროგრესზე დაკვირვებით ხშირად ვგეგმავ მოტივაციის ამაღლების
სტრატეგიებს და ვცდილობ შევქმნა ისეთი კასკოლო/საკლასო კულტურა, სადაც მოსწავლე
ცდილობს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას.
ყურადღებას
ვამახვილებ მოსწავლის ძლიერ მხარეებზე. ვაძლევ რეკომენდაციებს ხარვეზის
შემთხვევაში.
მოსწავლეებთან
მაქვს ღია და მეგობრული ურთიერთობები, წინასწარჩამოყალიბებული განწყობების გარეშე,
რის გამოც მოსწავლეს საშუალება აქვს კლასის და მასწავლებლის წინაშე თამამად
გამოთქვას თავისი მოსაზრებები და შეხედულებები ამათუ იმ თემის ან საკითხის მიმართ.
? უზრუნველყოფ მოსწავლეთა თანასწორუფლებიანობას, მათ
სოციალიზაციას, შემწყნარებლობისა და თანადგომის უნარების განვითარებას?
პატივს
ვცემ თითოეული მოსწავლის რელიგიურ რწმენას და კულტურულ თავისებურებებს. ვგეგმავ
ისეთ აქტივობებს გაკვეთილზე, ან სადამრიგებლო საათს, რომ ეთნიკური და სხვადასხვა
ნიშნით განსხვავებულმა მოსწავლეებმა შეზლონ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და ერთმანეთის
კულტურა. გაკვეთილზე მათ პიროვნულ, კულტურულ, სოციალურ, ეთნიკურ და რელიგიურ
მრავალფეროვნებას ვიყენებ როგორც სასწავლო რესურსს და ვცდილობ ვასწავლო
გაითავისონ, რომ ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავებულები არიან, აქვთ
სხვადასხვა ხედვა, პოზიცია, იდეები, ღირებულებები და მათ ამ მრავალფეროვან
გარემოში უნდა შეზლონ ადაფტირება, კომუნიკაცია და თანამშრომლობითი ურთიერთობების
დამყარება, კონფლიქტის გადაჭრის უნარის გამომუსავება.
შედეგად
არავინ არ მალავს თავის რელიგიურ, ეთნიკურ, კულტურულ, სოციალურ თუ სხვა
მახასიათებელს და ურტიერთდამოკიდებულება ჩვეულებრივი და ბუნებრივია.
მოსწავლეები
ჩემთან და კლასთან ერთად მსჯელობის შედეგად იღებენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს.
იზიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობებს გადაწყვეტილების სისწორეზე და მათ
შესრულებაზე.
?
მოსწავლეთა ჩართულობით უზრუნველვყოფ გაკვეთილზე ქცევის წესების
დაცვას?
მოსწავლეებთან
ერთად შემუშავებული გვაქვს კლასში ქცევის წესები. იმისათვის რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ
თვითრეგულირებადი ქცევა, ვიყენებ სხვადასხვა სტრატეგიებს, შედეგად ისინი ზრუნავენ
კლასში ქცევის წესების დაცვასა და შესრულებაზე.
დროის
მენეჯმენტს ხშირად ვერ ვიყენებ ეფექტიანად. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ მაქვს
გაწერილი თითოეული აქტივობისთვის განკუთვნილი დრო, საჭიროებიდან გამომდინარე და
არსებული ეპიდ სიტუაციის გამო (შემცირებული გაკვეთილები, ონლაინ გაკვეთილები) დრო
არასოდეს არ მყოფნის.
მოსწავლეებს
ვაძლევ კომპლექსურ ინსტრუქციებს მრავალფეროვანი აქტივობების შესასრულებლად.
მკაფიოდ განვუმარტავ თითოეულ ეტაპს დავალებების შესასრულებლად. შედეგად
მოსწავლეები უსმენენ ერთმანეთს, განიხილავენ მოსაზრებებს და ერთობლივად იღებენ
გადაწყვეტილებებს.
? მოვიძიებ, ვაფასებ და ეფექტიანად ვიყენებ სასწავლო
რესურსებს; უზრუნველყოფ, რომ სასწავლო რესურსები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს
ყველა მოსწავლისთვის?
მოსწავლეთა მზაობისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით
ვირჩევ ან მე თვითონ ვქმნი სასწავლო რესურს. ვაანალიზებ რამდენად გაზრდის მოტივაციას,
ან გამოიწვევს ინტერესს ესა თუ ის რესურსი მოსწავლეებში. რესურსებს ვიყენებ მიზანმიმარტულად,
რათა მოსწავლეებს გავიადვილო ახალი მასალის/ინფორმაციის აღქმა, გაგება, გაანალიზება.
ზოგჯერ მოსწავლეებიც იღებენ რესურსების შექმნასა და მოძიებაში მონაწილეობა. რაც ჩემი
მხრივ ყოველთვის წახალისებულია.
ასევე მოსწავლეები მონაწილეობენ ფიზიკური გარემოს
მოწყობაში, სათანადო და კომფორტული გარემოს შექმნაში.
სასწავლო პროცესის დაგეგმვა
?
გაკვეთილს ვგეგმავ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სასწავლო მიზნით,
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მოსწავლეთა ინტერესების / შესაძლებლობების
გათვალისწინებით?
ხშირად წინასწარ ვგეგმავ გაკვეთილებს ეროვნული
სასწავლო გეგმის მიზნების გათვალისწინებით. კლასში შშმ მოსწავლისთვის, რომელიც შინსწავლებაზეა,
შემუშავებულია ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვითაც მუშაობს მასწავლებელი.
გაკვეთილის დაგეგმვისას ვითვალისწინებ საგანთა
შორის კავშირებს. გაკვეთილის მსვლელობისას, კლასის საჭიროებიდან გამომდინარე შემიძლია
მოვახდინო გეგმის მოდიფიცირება. გაკვეთილის გეგმაში სასწავლო მიზნების შემუშავებისას ვითვალისწინებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას, უნარებს,
გამოცდილებას, შესაძლებლობებსა და ინტერესებს. ყოველთვის დაფაზე ვწერ გაკვეთილის თემას
და მიზანს და ვუხსნი მოსალოდნენ შედეგებს. შედეგად მოსწავლეები მთლიანად არიან ჩართულნი
საგაკვეთილო პროცესში და ხალისითა და მონდომებით ასრულებენ დავალებებს, აჯამებენ შეძენილ
ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რაც მიზნის მიღწევაში
მეხმარება.
?
ვგეგმავ სასწავლო პროცესს იმგვარად, რომ ხელი შევუწყო მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლებას და მათ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში?
ვგეგმავ საკლასო აქტივობებს ისე, რომ გაკვეთილი
საინტერესო და ხალისიანი იყოს. ვაძლევ კომპლექსურ დავალებებს, ვგეგმავ ისეთ საკლასო
აქტივობებს, რომლებიც მოითხოვს ურთიერთთანამშრომლობას. ასევე მოსწავლეებს ვრთავ სხვადასხვა
კლასგარეშე აქტივობებში, რათა საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადონ სხვა გარემოში და
შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები.
მოსწავლეთა ინიციატივებს ყოველთვის დიდ ყურადღებას
ვაქცევ, განვიხილავ მათ იდეებს, შედეგად ხალისითა და მონდომებით ეკიდებიან რთულ დავალებებს.
დავალების ხარისხიც მაღალია (თიმსის პლატფორმაზე აგზავნიან) და გაკვეთილიც სახალისო
და აქტიურია.
მოსწავლეებს ვაძლევ საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების
რეალიზაციის, საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვის საშუალებას.
სწავლება
?
მოსწავლეებს მკაფიოდ და გასაგებად გადავცემ ინფორმაციას;
ვეხმარები სასწავლო მასალის ათვისებაში?
მასალის ახსნისას/დამუშავებისას ყურადღებას ვამახვილებ
მნიშვნელოვან თემებზე და საკვანძო საკითხებზე. ვიყენებ სქემებს და გრაფიკულ ორგანაიზერებს,
რათა მოსწავლეებს დავეხმარო უკეთ აღიქვან, გაიაზრონ საკითხი, თემა, ინფორმაცია. განვიხილავ
განსხვავებულ მოსაზრებებს შესასწავლი საკითხთის მიმართ. მოსწავლეს არასოდეს არ ვახვევ
არც საკუთარ, არც სტერეოტიპულ მოსაზრებებს. ახალი ცნებებისა და ტერმინების ახსნისას
ვიყენებ განმარტებით ლექსიკონს, ელექტონულ სასწავლო რესურსებს, ციფრულ ტექნოლოგიებს,
გუგლის საძიებო სისტემას, მომყავს მაგალითები. მოსწავლეებს ვაძლევ საშუალებას, განსხვავებულ
კონტექსტში გაიაზრონ თემა/საკითხი. მიღებული ცოდნის განმტკიცების მიზნით კი ვეხმარები
არსებული ცოდნის ახალ ცოდნასთან დაკავშირებაში.
მასალის ახსნისას ვიყენებ, როგორც შიდა საგნობრივ,
ასევე საგანთა შორის კავშირებს. ვეხმარები თავად დაუკავშირონ საკითხები ერთმანეთს,
გაავლონ პარალელები, გამოიტანონ დასკვნები, ახსნან მოვლენები, მოიყვანონ მაგალითები.
?
ვიყენებ სხვადასხვა დონის სააზროვნო უნარების განმავითარებელ
მრავალფეროვან სტრატეგიებს?
სასწავლო მიზნებიდან ვითვალისწინებ მოსწავლეთა საჭიროებებსა და თავისებურებებს, ვიყენებ
სწავლების სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს, ვსვამ სხვადასხვა დონის სააზროვნო
უნარების განვითარებაზე მორგებულ კითხვებს.
მოსწავლეებს რეგულარულად ვაძლებ საკლასო და საშინაო
დავალებებს, რომელიც მათ დამუშავებული მასალის განმტკიცებასი ეხმარებათ. ისინი დავალებებს
აგზავნიან თიმსის პლატფორმაზე და ინდივიდუალურად იღებენ მასწავლებლის უკუკავშირს.
ვიყენებ ისეთ სტრატეგიებს და ვგეგმავ ისეთ საკლასო
აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას. ვცდილობ დავანახო
საკითხი, პრობლემა, რომელიც მრავალგვარი მიდგომითა და გზით შეიძლება გადაიჭრას, რომელიც
საჭიროებს ძიებას, ალტერნატივების დაშვებას იდეების ჩამოყალიბება-განვითარებას.
ვუბიძგებ მათ არგუმენტირებულად იმსჯელონ, შეაფასონ
საკუთარი და თანაკლასელების აზრები, შეხედულებები, გამოიტანონ სათანადო დასკვნები.
ვიყენებ ისეთ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეებს
საშუალებას აძლევს განივითარონ წარმოსახვითი და შემოქმედებით აზროვნება, ეს მათ ეხმარება
არსებული ცოდნის სხვა სიტუაციებში გამოყენების უნარების განვითარებაში.
მოსწავლეები აწყობენ დისკუსიებს, მსჯელობენ, მოჰყავთ
არგუმენტები წიგნიდან, საკუთარი გამოცდილებიდან, აჯამებენ საკითხს და გამოაქვთ დასკვნები.
სწავლების დროს შეფასების გამოყენება
?
მოსწავლეთა შეფასების მიზნით ვქმნი და ვიყენებ შესაბამის
ინსტრუმენტებს?
მოსწავლეს ვაცნობ/ან
ვრთავ შეფასების ინსტრუმენტების (კრიტერიუმებისა და რუბრიკების) შემუშავების პროცესში;
ვუხსნი, თუ რას ნიშნავს ხარისხიანი ნამუშევარი. შედეგად მოსწავლე ზედმიწევნით კარგად
იცნობს შეფასების ინსტრუმენტებს.
ეროვნული მიზნებისა
და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გათვალისწინებით ვირჩევ შეფასების შესაბამის სტრატეგიებს
თითოეული მოსწავლის პროგრესის შესაფასებლად.
მოსწავლეები შეფასების
ინსტრუმენტებზე დაყრდნობით თავად აფასებენ შესრულებულ სამუშაოს და ცდილობენ მის სრულყოფას.
?
მოსწავლეთა წარმატების უზრუნველსაყოფად და მათი მიღწევების
შესაფასებლად ვიყენებ მრავალფეროვან სტრატეგიებს; მოსწავლეებს რეგულარულად ვაწვდი უკუკავშირს?
სწავლის პროცესში
გამოვყოფ მნიშვნელოვან ეტაპებს, განვსაზღვრავ თითოეულ ეტაპზე მისაღწევ შედეგებს და
მიზნის შესაბამისად ვარჩევ შეფასების ფორმებსა და მეთოდებს. მოსწავლეებს ვეხმარები
გაიაზრონ, რას ველი მათგან და ვთავაზობ გზებს ამ მიზნების მისაღწევად.
მოსწავლეებს ვეხმარები
სწავლის პროცესის დაგეგმვის, მასზე დაკვირვების და თვითშეფასების უნარების განვითარებაში.
მოსწავლეებს ვაძლევ
საშინაო დავალებებს, რომლებიც დამოუკიდებელი სწავლისა და მიღწეული შედეგის შეფასების
გზით ეხმარება მათ სწავლის პროცესის დახვეწაში.
განმავითარებელი შეფასება ზედმიწევნით შეესაბამება ეროვნული სასწავლო
გეგმის სასწავლო მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს.
ვაანალიზებ თითოეულიმოსწავლის სამუშაოს შედეგებს და მოსწავლეთა სუსტი
მხარეების გასაუმჯობესებლად ვგეგმავ შესაბამის აქტივობებს. ვიცი და ვიყენებ განმავითარებელი
შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს.
მუდმივად ვაკვირდები
მოსწავლეთა სწავლის პროცესს, ვაფასებ მათ წინსვლას და ვაწვდი უკუკავშირს.
მოსწავლე მასწავლებლის
უკუკავშირს იყენებს საკუთარ პროგრესზე დაკვირვებისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესების
მიზნით.
2020-2021 სასწავლო წლის შემაჯამებელი რეფლექსია
სკოლა: სსიპ ქალაქ
თბილისის N55-60 საჯარო სკოლა
მასწავლებელი: მაია მჭედლიშვილი
საგანი: ქართული,
მათემატიკა, ბუნებისმეტყველება.
? შევძელი თუ არა
ჩემი სამოქმედო გეგმის სრულად განხორციელება?
ინდივიდუალურ
სამოქმედო გეგმაში ხუთი აქტივობა მქონდა გაწერილი. მათგან ოთხი წარმატებით განვახორციელე.
გავეცანი საჭირო ლიტერატურას მოსწავლეებში ტოლერანტული გრძნობის განვითარების, ხელშეწყობისა
და წახალისების მიზნით. დავესწარი ტრენინგებს ახალი სკოლის
მოდელის ფარგლებში ახალი მეტოდებისა და სტრატეგიების გაცნობის მიზნით. ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილები საგანთა შორის კავშირების დადგენის მიზნით.
ვასწავლე ბავშვებს კომპლექსური დავალებების შესრულების
არსი და მნიშვნელობა. მოსწავლეებში
მოტივაციის ამაღლების მიზნით კი ჩავატარე ღინისძიება. საბოლოო ჯამში კმაყოფილი
ვარ.
? რა შეიძლება ჩაითვალოს
ამ წლის წარმატებად?
ამ წლის წარმატებად
მივიჩნევ იმას, რომ გავხდი წამყვანი მასწავლებელი, ვარ შეფასების ჯგუფის წევრიც. აღნიშნული
კუთხით მუშაობა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. კოლეგებთან თანამშრომლობამ დადებითი გავლენა
იქონია ჩემს პროფესიულ განვითარებაზე.
მოსწავლეებში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების
მიზნით ჩავატარე რამდენიმე გაკვეთილი. გავაკეთე ორი დიდი ღონისძიება. ვახორციელებდი
მუდმივ მონიტორინგს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ და საგანთა შორის კავშირების დადგენის მიზნით
მეოთხე კლასში ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილები
და თითოეულ საგანში მივეცი კომპლექსური დავალებები.
მიუხედავად პანდემიური პირობებისა, მოსწავლეთა
დიდმა ნაწილმა გაართვა თავი ახალ გამოწვევებს, რაც საუკეთესო მოტივაცია გახლდათ, მომავალში კიდევ უფრო მეტი
ენერგიითა და პასუხისმებლობის გრძნობით მუშაობისთვის.
2020 წლის ზაფხულიდან მოყოლებული 2021წლის ზაფხულის ჩათვლით, გავიარე მასწავლებელთა სახლის,
არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვათა მიერ ორგანიზებული არაერთი ტრენინგი. მათ შორის გამოვყოფ ,,ახალი
სკოლის მოდელის“, ლიდერი
მასწავლბლების ტრენინგი_პროექტი
ხორციელდებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
და
USAID-ის თანამშრომლობის ფარგლებში,
_მედია ეკონომიკა (მედიაწიგნიერების
განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტი), ,,საქართველოს სკოლებში სოციალურ -
ემოციური უნარების სწავლების დანერგვის ხელშეწყობა’’ (პროექტი განხორციელდებოდა ევროპის ფონდის (EPF) ფინანსური მხარდაჭერით, რომლიდანაც მიღებული ცოდნა და გამოცდილება წარმატებით დავნერგე სასწავლო პრაქტიკაში.
გარდა ამისა,
გავიარე სხვა ტრენინგებიც. და რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნულ ტრენინგებზე გავიცანი ძალიან ბევრი
ნიჭიერი მასწავლებლები საქართველოს მასშტაბით.
? რა შეიძლება ჩავთვალო
ამ წლის წარუმატებლობად?
ამ წლის წარუმატებლობად
მივიჩნევ იმ პროექტის განუხორციელებლობას, რომელიც ინდივიდუალურ
სამოქმედო გეგმით მქონდა გაწერილი. აქტივობის განხორციელებაში ხელი დროის დეფიციტმა
და დისტანციურმა გაკვეთილებმა შემიშალა. შევეცდები მომავალში მეტი
ყურადღებით დავაბალანსო დრო და საქმე, რათა წარმატებით შევძლო ყველა წინასწარ დადეგმილი
აქტივობის განხორციელება.
? რა სიახლე გავიგე
ამ წელს?
ყველაზე საინტერესო
და ამავდროულად მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ამ წელს გავიგე, ეს არის პროფესიულ
განვითარებაზე ორიენტირებული სქემის ამუშავების შესახებ ინფორმაცია. გარდა ამისა,
ერთ-ერთი სიახლე, რაც ჩემთვის ამ წელს გახდა ცნობილი, არის იმ აქტივობათა ნუსხა, რომლებიც
პედაგოგებმა აუცილებლად უნდა განახორციელონ თავიანთი პროფესიული განვითარებისთვის.
? როგორ ვითანამშრომლე კოლეგებთან?
მთელი წლის განმავლობაში
აქტიურად ვცდილობდი მეთანამშრომლა ორივე სკოლის მასწავლებლებთან.
ვინაიდან სიახლეების მუდმივი მაძიებელი ვარ,
უამრავი ცოდნა დამიგროვდა პედაგოგიური
მოღვაწეობის 16 წლიანი
გამოცდილების, ჩავთვალე, რომ
ჩემი და მათი გამოცდილების გაზიარება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა
ჩემი პროფესიული განვითარებისთვის.
ორივე სკოლაში ჩავატარე ვებინარები სხვადასხვა
საჭირო თემებზე, სადაც
განვიხილავდით ძალიან საინტერესო და საჭირო საკითხებს. მოვაწყვეთ რესურსების
გამოფენა, სადაც ერთმანეთს გავაცანით თითოეული მათგანის გამოყენების არეალი და მიზანი.
ორივე სკოლის პედაგოგებთან რა თქმა უნდა აქტიურად ვთანამშრომლობდი.
ხშირად ვუსმენდი მათ მოსაზრებებს, რათა ამეთვისებინა მათ მიერ წლების განმავლობაში
შემუშავებული და პრაქტიკაში წარმატებით ფესვგადგმული სტრატეგიები, თუ აქტივობები.
ვატარებდი გაკვეთილებს, სადაც
მიღებულ სიახლეებს ვნერგავდი. ზოგჯერ შეჯამების სახით ერთობლივად განვიხილავდით
გაკვეთილს. ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილები, განვახორციელე
კომპლექსური დავალებები. რომლებიც მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლებაში ძალიან დამეხმარა. კოლეგასთან მუშაობამ დადებითი გავლენა იქონია ჩემს პროფესიულ
განვითარებაზე. გაკვეთილის პროცესში ვაკვირდებოდი მათ მიერ გამოყენებულ მეთოდებსა და მიდგომებს.
მათთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ.
? რა წარმატებებს
მიაღწიეს ჩემმა მოსწავლეებმა?
ჩემი მოსწავლეები
მთელი სასწავლო წლის მანძილზე მონაწილეობას იღებდნენ ინგლისურის ენის სასწავლო ოლიმპიადებზე,
სადაც წარმატებებსაც მიაღწიეს. განსაკუთრებით გამოვყოფ მეოთხე ბ კლასის მოსწავლეს ნიკოლოზ აფხაზავას
და ანდრია დონდუას და მეოთხე გ კლასის მოსწავლეს ნინო მორგოშიას. ორივე ფინალურ ტურში მოხვდა.
გარდა ამისა, ისინი
ქართულისა და მათემატიკის არაერთი
დიპლომისა და სიგელის მფლობელები არიან. აგრეთვე გამოვყოფ ,,izrune.ge”-ს, რომელსიც
მე-60 სკოლის მოსწავლეები ინტენსიურად იყვნენ ცარტულები. და თითოეული მათგანი მეორე-მესამე ხარისხის დიპლომებით და
საუკეთესო მოსწავლის ტიტულიტ დაჯილდოვდნენ.
აუცილებლად ვიზრუნებ
იმაზე, რომ მათ მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა მსგავსი ტიპის ოლიმპიადებში.
? არასასკოლო აქტივობები,
რომლებიც ამ წელს განვახორციელე?
წლევანდელი წელი პანდემიის გამო მხოლოდ სასკოლო
აქტივობებით შემოვიფარგლები.
მომავალში ვგეგმავ აქტიურად ჩავერთო და განვახორციელო
არასასკოლო აქტივობები.
ჩემი რეფლექსიური პრაქტიკა (პრაქტიკის დღიური)
პედ: მაია მჭედლიშვილი
N |
როდესაც მე მივმართავ ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებას... |
V,
X ან / |
1 |
მე არ განვიხილავ წარსულის მიღწევებს ან
წარუმატებლობებს, მე უბრალოდ ვაგრძელებ მუშაობას |
/ |
2 |
ვცდილობ არ გავაკეთო ნაჩქარევი დასკვნები |
/ |
3 |
გაკვეთილის შემდეგ მიყვარს მისი განხილვა
ვინმესთან ერთად |
/ |
4 |
მე ვცდილობ მაქსიმალურად კარგად ვასწავლო:
თუკი ისინი არ სწავლობენ, ეს მათი ბრალია |
V |
5 |
როცა სამუშაოს თვითშეფასებას ვახდენ, ვცდილობ
მიუკერძოებელი ვიყო |
V |
6 |
მე არ მიჭირს წარუმატებლობის აღიარება |
V |
7 |
ინტუიცია, ჩვეულებრივ უკეთ მუშაობს, ვიდრე
თეორია |
/ |
8 |
მე მიყვარს საკუთარი ქმედებების გაანალიზება
სამუშაოს საერთო პრინციპებიდან გამომდინარე |
V |
9 |
მე მიყვარს შექმნილი სიტუაციის გაანალიზება |
V |
10 |
ჯამში ინტუიცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე
დაწვრილებითი ანალიზი |
/ |
11 |
მე მიყვარს მოსწავლეთა გადმოსახედიდან ვუყურო
ყველაფერს |
/ |
12 |
მე მაინტერესებს თეორიები მოტივაციისა და
სწავლების შესახებ |
V |
13 |
საკმარისია ერთი კარგი სამუშაო მეთოდიკის
ათვისება და მერე მას უნდა მიჰყვე |
V |
14 |
მე მომწონს ახალი იდეები |
V |
15 |
მე მიჭირს ახალი იდეების შეთავაზება |
X |
16 |
მე უპირატესობას ვანიჭებ კარგად შემოწმებულ
იდეებს |
/ |
17 |
საგნის სწავლებისას, უმჯობესია საზოგადოდ
მიღებული მიდგომების გამოყენება |
/ |
18 |
ჩემი სამუშაოს გაუმჯობესებას მე ახალ იდეებს
ვუმადლი |
/ |
ს.ს.ი.პ. ქალაქ თბილისის N55
საჯარო სკოლა
საგანი - ქართული
კლასი - IVბ
კლ. ხელმძღვანელი - მაია მჭედლიშვილი
# |
გავეთილის თემატიკა |
სთ. რ–ბა |
რესურსები |
გაკვეთილის ტიპი და აქტივობები |
მიზნები და ამოცანები |
მოსალოდნელი შედეგები |
შეფასება |
1 |
მეჩონგურე (ხალხური) |
2 |
წიგნი, პატარა ფურცლები. |
პრეზენტაცია,
დისკუსია, ჯგუფური სამუშაო, |
ზღაპრის გამომეტყველებით კითხვა,გააზრება, ანალიზი, დასკვნის გამოტანა. |
IV 1,2 |
პრეზენტაცია,საშინაო დავალება დისკუსია, |
2 |
ქართული ანბანი და ასოთა სახელები |
1 |
წიგნი, რვეული, ქართ.და ინგლ.ენის ანბანთა ბანერი, ფურცლები |
პრეზენტაცია, |
ანბანის მიხედვით სიტყვების დალაგება. |
IV 7,10,13 |
პრეზენტაცია. საკლასო და საშინაო დავალება. |
3 |
ტესტი |
1 |
ლექსიკური მარაგის გამდიდრება და სიტუაციურად
გამოყენება. |
|
ინდივიდუალური მუშაობა |
||
4 |
ა.სულაკაური. სალამურას თავგადასავალი |
5 |
მხატვრული ლიტ. სალამურას თვგადასავალი |
პრეზენტაცია, დისკუსია, |
ზღაპრის გამომეტყველებით კითხვა,გააზრება, ანალიზი, დასკვნის გამოტანა. |
IV 1,2,13,14 |
პრეზენტაცია, დისკუსია, საშინაო დავალება, |
5 |
მჟღერი და ყრუ თანხმოვნები |
1 |
წიგნი, რვეული ბარათები |
პრეზენტაცია, |
მჟღერი და ყრუ თანხმოვნების სწორად გამოყენება წერისა და მეტყველებისას |
IV 7,13, |
საკლასო და საშინაო დავალება |
6 |
ხელოვნების სამი დარგი |
1 |
ლექსთა კრებული, ფერწ. და გრაფ. სურათები. მუსიკალურ ნაწარმოებთა CD, მაგნიტოფონი |
პრეზენტაცია, დისკუსია, |
ხელოვნების ამ დარგების განხილვა, დანიშნულება. |
IV 5, |
დისკუსია |
7 |
სიტვის მარაგი და შემაჯამებელი
სავარჯიშოები |
1 |
წიგნი, ფურცლები |
ინდ.მუშაობა |
ლექსიკური მარაგის გამდიდრება. თემის შეჯამება. |
IV 10, |
საკლასო დავალება, დისკუსია, |
8 |
ტესტი |
1 |
ინდ.მუშაობა |
ლექსიკური მარაგის გამდიდრება და სიტუაციურად
გამოყენება. |
ინდივიდუალური მუშაობა |
||
9 |
საკონტროლო წერა |
1 |
ინდ.მუშაობა |
დამოუკიდებლად მუშაობის ჩვევის ჩამოყალიბება, ნასწავლი მასალის ფურცელზე გადატანა. |
ინდივიდუალური მუშაობა |
||
10 |
სარეზერვო |
1 |
|||||
11 |
ა. წერეთელი. ქორობია არსებითი სახელი. |
1 |
ფოტოსურათები მხატვრული ფილმი აკაკის აკვანი. ა.წერეთლის ფოტო, რუკა საქართველოს
კუთხეებით. |
მსჯელობა, პრეზენტაცია. |
საქართველოს ა. წერეთლის დახასიათება ტექსტის მიხ. არსებითი სახელის ჯგუფები. |
IV 2, 7, 8. |
ბპრეზენტაცია, დისკუსია, საშინაო დავალება. |
12 |
ი. გოგებაშვილი.
V საუკუნე და ვ. გორგასალი. |
1 |
ფოტოსურათები: ვ. გორგასალი, მცხეთა, აბანოთუბანი. |
კვლევა, პრეზენტაცია, მსჯელობა |
ვ. გორგასალზე ნაცნობი ფაქტების გახსენება და ახალი საისტორიო ფაქტების გაცნობა. |
IV 2, 3, 12, 13. |
პრეზენტაცია, დისკუსია, საშინაო დავალება |
13 |
გ. ტაბიძე. მშობლიურო ჩემო მიწავ. პოეზია და პროზა. |
1 |
რუკა, საქარ. ბუნების ამსახვ. სურათები. |
, გაშინაარსება პრეზენტაცია |
პოეზიისა და პროზის გარჩევა. გარითმული ადგილების პოვნა სტრიქონებში. |
IV 3, 5. |
პრეზენტაცია, საშინაო დავალება |
14 |
ტესტი |
1 |
ინდივ. მუშაობა |
ლექსიკური მარაგის გამდიდრება და სიტუაციურად
გამოყენება. |
IV 10 |
ინდივიდუალური მუშაობა |
|
15 |
ცხრა ძმა ხერხეულიძე |
1 |
საისტორიო წყაროები მარაბდის ომზე. |
კვლევა, პრეზენტაცია, დისკუსია |
ლექსიკური მარაგის გამდიდრება და სიტუაციურად
გამოყენება. |
IV 2, 8. |
კვლევა, პრეზენტაცია, საშინაო დავალება |
16 |
ა. კალანდაძე. ასეთი დარი თუ იყო მაშინ |
1 |
ფოტომასალა |
პრეზენტაცია, მსჯელობა |
გამომეტყველებით კითხვა, პოეტური ტექსტის აღქმა, |
IV 3, 5. |
პრეზენტაცია, საშინაო დავალება |
17 |
არსებითი სახელის რიცხვი |
1 |
თვალსაჩინო მასალა(პლაკატები ფურცლები |
მსჯელობა პრეზენტ. |
არსებითი სახელის რიცხვის სწორად გამოყენება. მრავლობითის მხოლ. გადაყვანა და პირიქით. |
IV 7, 13. |
საკლასო და საშინაო დავალება |
18 |
სამასი თავდადებული ქართველი |
1 |
რუკა, ერეკლე II პორტრეტი |
კვლევა, პრეზენტაცია, დისკუსია |
ისტორიის ნაცნობი ფაქტების გახსენება, ახალი საისტორიო ცნობების მიწოდება, |
IV 2, 8. |
კვლევა, პრეზენტაცია, საშინაო დავალება |
19 |
ტესტი |
1 |
ინდ. მუშაობა |
ლექსიკური მარაგის გამდიდრება და სიტუაციურად
გამოყენება. |
IV 10 |
ინდივიდუალური მუშაობა |
|
20 |
სამასი სპარტელი |
2 |
ძველი და თანამედროვე მსოფლიოს რუკა |
კვლევა, პრეზენტაცია დისკუსია. |
ძველი მსოფლიოს ხალხების მოკლედ გაცნობა. კრწანისის ომისა და თერმოპილეს ბრძოლის შედარებითი დახასიათება. |
IV 2, 8. |
კვლევა, პრეზენტაცია, საშინაო დავალება |
21 |
სიმრავლის აღმნიშვნელი სიტყვები |
1 |
ფურცლები |
მსჯელობა პრეზენტ. |
სიმრავლის აღმნიშვნელი სიტყვების მართებულად გამოყენება წერისა და მეტყველებისას. |
IV 7. |
საკლასო და საშინაო დავალება |
22 |
ტესტი |
1 |
ინდ. მუშაობა |
ლექსიკური მარაგის გამდიდრება და სიტუაციურად
გამოყენება. |
IV 10 |
ინდივიდუალური მუშაობა |
|
23 |
სარეზერვო |
2 |
|||||
24 |
გ. ტაბიძე. ორი დრო |
1 |
გაზაფხულის ამსახველი სურათები |
პრეზენტაცია |
გამომეტყველებით კითხვა, პოეტური ტექსტის აღქმა, |
IV2, 3, 12. 13. |
პრეზენტაცია, საშინაო დავალება |
25 |
გ. ტაბიძე XXX |
1 |
შემოდგომის ამსახველი სურათები |
გამომეტყველებით კითხვა, პოეტური ტექსტის აღქმა, |
IV 2, 3, 12, 14. |
პრეზენტაცია, საშინაო დავალება |
|
26 |
საკონტროლო წერა |
1 |
ინდ. მუშაობა |
დამოუკიდებლად მუშაობის ჩვევის ჩამოყალიბება, ნასწავლი მასალის ფურცელზე გადატანა |
ინდივიდუალური მუშაობა |
||
27 |
ჯვარედინი რითმა |
1 |
წიგნი, მაგნიტოფონი.CD. |
ინდ.მუშაობა |
ჯვარედინი რითმის მაგალითების პოვნა ტექსტში. |
IV 5 |
საკლასო და საშინაო დავალება |
28 |
ი. გოგებაშვილი.
ცისა და მიწის შვილები– არწივი და ლომი |
2 |
არწივისა და ლომის ფოტოები |
აკვლევა, პრეზენტაცია, მსჯელობ |
შეძლოს გამოხატოს სკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ, პერსონაჟების მარტივად დახასიათება. |
IV 1, 2, 3, 11, 12. |
კვლევა, პრეზენტაცია, საშინაო დავალება |
29 |
არსებითი სახელის ბრუნება |
1 |
პლაკატი– არს. სახელის ბრუნვები და ბრუნვის ნიშნები |
მსჯელობა პრეზენტ. |
არსებითი სახელის ბრუნება და ბრუნვათა სწორად ხმარება წერისა და მეტყველებისას. |
IV 7, 13. |
საკლასო და საშინაო დავალება |
31 |
ტესტი |
1 |
ინდ. მუშაობა |
ლექსიკური მარაგის გამდიდრება და სიტუაციურად
გამოყენება. |
IV 10 |
ინდ. მუშაობა |
|
31 |
არსებითი სახელის კვეცა |
1 |
პლაკატი– არს. სახელის კვეცა. ფერადი ცარცი. |
მსჯელობა პრეზენტ. |
კვეცადი არსებითი სახელის ბრუნება ა და ე ხმოვანზე დასრულებული ზოგიერთი არს. სახელის ბრუნება. |
IV7, 13. |
საკლასო და საშინაო დავალება |
32 |
ი. გოგებაშვილი. ლომი |
2 |
პროექტორი. დოკ. ფილმი ,,ლომი” |
კვლევა, პრეზენტაცია, მსჯელობა |
იცნობდეს ცხოველთა სამყაროს, ნადირთა მეფის ცხოვრების წესსა და ჩვეულებებს. შეძლოს მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია. |
IV2,5, 13, 14. |
კვლევა, პრეზენტაცია, საშინაო დავალება |
33 |
ს.ს. ორბელიანი; ვაჟა–ფშაველა მზე და ღრუბელი |
1 |
სურათები თემაზე: მზისა და ღრუბლის ჭიდილი |
კვლევა, პრეზენტაცია, მსჯელობა |
მეტყველების განვითარება,პოეტური ტექსტის კითხვა, აღქმა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება. |
IV2, 3, 10, 11, 14. |
პრეზენტაცია, საშინაო დავალება |
34 |
არსებითი სახელის კუმშვა |
1 |
პლაკატი–კუმშვადი არსებითი სახელის ნიმუშით. |
მსჯელობა პრეზენტ. |
კუმშვადი არსებითი სახელის ბრუნება და ბრუნვათა სწორად ხმარება წერისა და მეტყველებისას. |
IV 7, 13. |
პრეზენტაცია, საშინაო/საკლ დავალება |
35 |
ტესტი |
1 |
ინდ. მუშაობა |
IV 10 |
ინდ. მუშაობა |
||
36 |
რ. ინანიშვილი. ფშა |
2 |
ნახატი, სურათი–ფშა |
კვლევა, პრეზენტაცია, მსჯელობა |
შეძლოს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ნაწარმო ების მიმართ. ჩამოუყალიბდეს კრიტიკული აზროვ ნება, განუვითრდეს მეტყველება.ლექსიკური მარაგის გამდ. |
IV1, 2, 14. |
პრეზენტაცია, დისკუსია, საშინაო დავალება |
37 |
საკონტროლო წერა |
1 |
ინდ. მუშაობა |
IV |
ინდ. მუშაობა |
||
38 |
ტყეებს ნუ კაფავ! |
1 |
სურათები;ა) უღრანი ტყისსა, რომელიც ფრინველთა და ცხოველთა საბინადროა. ბ)გაკაფვის შედეგად ჩამოშლილი და დამეწყრილი ტყე. |
კვლევა, პრეზენტაცია, მსჯელობა |
პოეტური ტექსტის წვდომა, მსჯელობა, დასკვნების გამოტანა. |
IV1, 2, 3. |
პრეზენტაცია, დისკუსია, საშინაო დავალება |
39 |
კუმშვად–კვეცადი არსებითი სახელი |
1 |
პლაკატი–კუმშვა–კვეცადი არსებითი სახელის ნიმუშით. |
სჯელომბა პრეზენტ. |
კუმშვად–კვეცადი არსებითი სახელის ბრუნება და ბრუნვათა სწორად ხმარება წერისა და მეტყველებისას. |
IV7, 13. |
პრეზენ, საკ/საშინაო დავალება |
40 |
ვაჟა–ფშაველა. ქორი და წიწილა |
1 |
ქორის ფოტოსურათები |
მსჯელობა, პრეზენტაცია. |
ტექსტის გამომეტ –ყველებით კითხვა, წვდომა, ანალიზი, ძლიერისა და სუს ტის უთანასწორობის დანახვა, ნასწავლ მა სალასთან დაკავშ. |
IV 6, 8. |
დისკუსია, საშინაო დავალება |
42 |
ტესტი |
1 |
ინდ. მუშაობა |
IV 10 |
ინდ. მუშაობა |
||
42 |
ი. გოგებაშვილი.
ორაგულის ცხოვრება |
4 |
კომპ, პროექტორი, CD, დოკ/ფილმი წყალვეშა სამყარო |
კვლევა, პრეზენტაცია, მსჯელობა |
შეძლოს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ნაწარმო ების მიმართ. ჩამოუყალიბდეს კრიტიკული აზროვ ნება, განუვითრდეს მეტყველება.ლექსიკური მარაგის გამდ. |
IV1, 2, 3, 11, 12, 14, . |
პრეზენტაცია, დისკუსია, საშინაო დავალება |
43 |
ლ. ასათიანი ყაყაჩო. ზმნა. |
1 |
ფოტოსურათები, ფურცლები. |
მსჯელობა, პრეზენტაცია. |
პოეტური ტექსტის წვდომა, მსჯელობა, დასკვნების გამოტა ნა.ზმნების ამოცნობა ტექსტში. |
IV6, 8, 7, 4. |
პრეზენ, საკ/საშინაო დავალება |
44 |
ტესტი |
1 |
ინდ. მუშაობა |
IV 10 |
ინდ. მუშაობა |
||
44 |
გაპიროვნება |
1 |
წიგნი, რვეული, ფურცლები |
მსჯელობა, პრეზენტაცია. |
გაპიროვნების მაგალითების მოძებნა ნასწავლი ტექსტებიდან. |
IV 5 |
დისკუსია, საშინაო დავალება |
45 |
სიტყ. მარაგი და შემაჯ. სამუშ. |
1 |
რვეული, ფურცლები. |
წინადადებების შედგენა ლექსიქსიკური მარაგის გამდიდრ. |
IV 10 |
ინდ. მუშაობა |
|
46 |
ტესტი |
1 |
ინდ. მუშაობა |
IV 10 |
ინდ. მუშაობა |
||
47 |
საკონტროლო წერა |
1 |
ინდ. მუშაობა |
IV 10 |
ინდ. მუშაობა |
||
48 |
ძველი წარმოდგენები–
მზე და მთვარე |
2 |
სურათები ძველი დროის ადამიანთა საცხოვრებლებიდან, მნათობები, ენციკლოპედია. |
კვლევა, პრეზენტაცია, მსჯელობა |
დიალოგზე დაკვირ ვება კითხვისა და წერის სტრატეგიები
სას. უძველეს ადამიანთა რწმენა–წარმოდგენების გაცნობა. |
IV2, 3, 5, 10 |
პრეზენტაცია, დისკუსია, საშინაო დავალება |
49 |
ზმნის უღლება |
1 |
პლაკატი–ზმნის უღლება. |
სჯელომბა პრეზენტ. |
ზნის უღლება, სწორი ფორმები წერისა და მეტყველებისას. |
IV 7, 10 |
პრეზენ, საკ/საშინაო დავალება |
50 |
ჯ. ნადირაძე. ცეცხლის მოთვინიერების ამბავი |
1 |
სახატავი რვეული, ფერადი ფანქრები. |
კვლევა, პრეზენტაცია, მსჯელობა |
ტექსტის დაყოფა და დასათაურება,
გეგმისა და მოკლე შინაარსის წერა. მოთხრობის გაგრძე ლება , ანალიზი, საკუთ. აზრის დასაბ. |
IV 1, 2, 3. |
პრეზენტაცია, დისკუსია, საშინაო დავალება |
51 |
ტესტი |
1 |
ინდ. მუშაობა |
IV 10 |
ინდ. მუშაობა |
||
52 |
ზმნა და არსებითი სახელი |
1 |
პლაკატი–უსულო და სულიერი არსებ. სახელის ზმნებთან მიმართ. |
სჯელომბა პრეზენტ. |
უსულო და სულიერი არს. სახელები ზმნასთან. მათი სწორად ხმა რება წერისა დამეტყვ |
IV 7, 10. |
პრეზენ, საკ/საშინაო დავალება |
53 |
ვ. კოტეტიშვილი.
ძველი თქმულება, XXX |
1 |
წიგნი, რვეული |
კვლევა, პრეზენტაცია, მსჯელობა |
ძველი თქმულებები მათი კავშირი რეალურ სამყაროსთან. |
IV 1, 2,3. |
პრეზენტაცია, დისკუსია, საშინაო დავალება |
54 |
ზმნისწინა მარცვალი |
1 |
ფერადი ცარცი, დაფა, პატარა ფურცლები. |
სჯელომბა პრეზენტ. |
ზმნისწინის მნიშვნელობა, ზმნის სახეცვლილება
ზმნისწ. შეცვლისას. |
IV 7, 13. |
პრეზენ, საკ/საშინაო დავალება |
55 |
ნ. ნაკაშიძე. ულუ და თეთ |
4 |
ფურცლები, ენციკლობედია. |
პრეზენტაცია, მსჯელობა |
შინაარსის ლოგიკურად, თანმიმ დევრობით გადმოცე მა. ტექსტის გააზრება, გაანალიზ კრიტიკული აზროვნ ჩამოყალიბება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, გაბმ. მეტყველების
განვით ტექსტის მონაკ. დაყოფა, დასათაურ. |
IV 1, 2, 3, 4, 7, 8, 10, 11, 12. |
პრეზენტაცია, დისკუსია, საშინაო დავალება |
56 |
ტესტი |
1 |
ინდ. მუშაობა |
IV 10 |
ინდ. მუშაობა |
||
57 |
აღწერა |
1 |
ნახატები რომელიმე ნაწ. გმირისა. ნაწ. პეიჟაზისა. |
მსჯელობა |
ლიტერატურული პორტრეტისა და პეიზაჟის მნიშვნელ. მხატვრული პორტრეტისა და პეიზაჟის მნიშვნელ. |
IV 5 |
პრეზენტაცია |
58 |
ჯ. ნადირაძე უძველესი ნახატები |
2 |
რუკა. არქ. გათხრე ბის შედეგად მოპოვებული მასალის ილუსტრაციები. |
პრეზენტაცია, მსჯელობა |
უძველესი ადამიანების საცხოვ, მათი ცხოვრების წესის გაცნობა. |
IV 1, 2, 3, 11, 12. |
პრეზენტაცია, დისკუსია, საშინაო დავალება |
59 |
ფაქტი და ვარაუდი |
1 |
უძველესი ნახატ. ფოტოები, უძვ. დოკ. წყაროები. |
მსჯელობა |
ფაქტისა და ვარაუდის გაცნობა. |
IV 5 |
|
60 |
ტესტი |
1 |
ინდ. მუშაობა |
IV 10 |
ინდ. მუშაობა |
||
61 |
ი. გოგებაშვილი
ანტროკლე და ლომი |
1 |
ძველი რომის ამსახველი ფოტოები |
პრეზენტაცია, მსჯელობა |
შინაარსის ლოგიკუ რად, თანმიმდევრო
ბით გადმოცემა ტექსტის გააზრება, გაანალიზება. ადამიანისა და ცხოვე ლის ურთიერთობა. გეგმისა დამოკლე შინაარსის ჩამოყალ. |
IV 1, 2, 3, 11, 12 7. |
პრეზენტაცია, დისკუსია, საშინაო დავალება |
62 |
ვაჟა–ფშაველა. ლმობიერი მონადირე და ირმის გონიერება |
1 |
ნადირობის ამსახველი სურათები |
პრეზენტაცია, მსჯელობა |
შინაარსის ლოგიკუ რად, თანმიმდევრო
ბით გადმოცემა ტექსტის გააზრება, გაანალიზება. ადამიანისა და ცხოვე ლის ურთიერთობა. გეგმისა დამოკლე შინაარსის ჩამოყალ. ბუნების სიყვარული და გაფთხილება. |
IV 1, 2, 3, 7, 12 13. |
პრეზენტაცია, დისკუსია, საშინაო დავალება |
63 |
ზმნა და ახლანდელი დრო |
1 |
პლაკატი–ზნმნის ახლანდ.დრო |
კვლევა, პრეზენტაცია, მსჯელობა |
ზმნის ახლანდელი დროის ამოცნობა და სწორად გამოყენება. |
IV 7, 10 |
პრეზენ, საკ/საშინაო დავალება |
64 |
საკონტროლო წერა |
1 |
ინდ. მუშაობა |
ინდ. მუშაობა |
|||
65 |
წიქარა |
3 |
წიგნი, რვეული. |
პრეზენტაცია, მსჯელობა |
შინაარსის ლოგიკუ რად, თანმიმდევრო
ბით გადმოცემა ტექსტის გააზრება, გაანალიზება. ადამიანისა და ცხოვე ლის ურთიერთობა. გეგმისა დამოკლე შინაარსის ჩამოყალ. |
IV 1, 2, 3, 11, 12 . |
პრეზენტაცია, დისკუსია, საშინაო დავალება |
66 |
ტესტი |
1 |
ინდ. მუშაობა |
IV 10 |
ინდ. მუშაობა |
||
67 |
აწმყო წარსული და მომავალი დრო |
1 |
პლაკატი–ზნმნის აწმყო წარს. და მომავალი დრო |
კვლევა, პრეზენტაცია, მსჯელობა |
ზმნის აწმყო წარს და მომავალი დროის ამოცნობა და სწორად გამოყენება. |
IV 7, 10 |
პრეზენ, საკ/საშინაო დავალება |
68 |
ტ. ხავთასი. მოხუცი და ბროლია |
1 |
წიგნი, რვეული. |
პრეზენტაცია, მსჯელობა |
ადამიანისა და ცხოვე ლის ურთიერთობა. |
IV 1, 2, 3, 11, 13. |
პრეზენტაცია, დისკუსია, საშინაო დავალება |
69 |
ტესტი |
1 |
ინდ. მუშაობა |
IV 10 |
ინდ. მუშაობა |
||
70 |
მხატვრობა და ფოტოხელოვნება |
2 |
სხვადასხვა ჟანრის ნახატები, ძველი ფოტოსურათები |
კვლევა, პრეზენტაცია, მსჯელობა |
უძვე;ლესი მხატვრობიდან ფოტოხელოვნებამდ. |
IV 5 |
პრეზენტაცია |
71 |
სიტყვის მარაგი და შემაჯამებელი
სავარჯიშოები |
1 |
რვეული, ფურცლები. |
ინდ. მუშაობა |
წინადადებების შედგენა ლექსიქსიკური მარაგის გამდიდრ. |
IV 10 |
ინდ. მუშაობა |
ს.ს.ი.პ. ქალაქ თბილისის N55
საჯარო სკოლა
საგანი - მათემატიკა
კლასი - IVბ
კლ. ხელმძღვანელი - მაია მჭედლიშვილი
№ |
თემა და მასში შემავალი საკითხები |
თარიღი |
თემის ბოლოს მისაღწევი შედეგები ეროვნული სტანდარტის მიხედვით |
ძირითადი აქტივობები და მეთოდები |
რესურსები |
შეფასება |
I |
1000-ის ფარგლებში ქვეშმიწერით შეკრება-გამოკლება |
25 სთ |
||||
1 |
გავიმეოროთ მე-3 კლასში შესწავლილი მასალა |
17.09 18.09 |
v შეძლებენ რიცხვების
ქვეშმიწერით
შეკრება-გამოკლებას, ამოცანის
პირობის წარმოდგენას სქემატური ნახაზებით, v ამოცანის ამოხსნის გეგმის
შედგენას · რიცხვითი გამოსახულების
მნიშვნელობის პოვნას მოქმედებათა თანმიმდევრობის რიგის დაცვით |
ინდივიდუალური ,ჯგუფებში მუშაობა
დამოუკიდებელი და პრაქტიკული მუშაობა, წყვილებში მუშაობა კვლევა-ძიება,
თამაში-იპოვე შენი ადგილი. |
სახელმძღვანელო, სავარჯიშო რვეული, სახაზავი და ფანქარი, დაფა,
ცარცი, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები |
მიმდინარე განმავითარებელი; საშინაო/ საკლასო დავალება; დამოუკიდებელი სამუშაო; შემაჯამებელი ზეპირი კომენტარები |
2 |
შეკრება,შეკრების კანონები |
19.09 20.09 |
||||
3 |
რიცხვების ქვეშმიწერით შეკრება |
21.09 24.09 |
||||
4 |
გამოკლება |
25.09 26.09 27.09 |
||||
5 |
გამოკლება ქვეშმიწერით |
28.09 01.10 |
||||
6 |
გამოსახულება.მოქმედებათა
შესრულების რიგი |
02.10 03,10 |
||||
7 |
ამოვხსნათ ამოცანები |
04.10 05.10 |
||||
8 |
ამოვხსნათ ამოცანები (გაგრძელება) |
08.10 09.10 |
||||
9 |
მრგვალი რიცხვები |
10.10 11.10 |
||||
10 |
დიაგრამა |
12.10 15.10 |
||||
11 |
ტესტი თვითშემოწმებისათვის |
16.10 |
||||
12 |
პირველი თავის დამატებითი
სავარჯიშოები |
17.10 |
||||
13 |
დამატებითი სავარჯიშოები |
18.10 |
||||
2 |
ერთნიშნა რიცხვზე
გამრავლება-გაყოფა 1000-ის ფარგლებში |
25სთ |
v შეძლებენ რიცხვის ერთნიშნა რიცხვზე ქვეშმიწერით გამრავლებას
და გაყოფას: v გამოსახულების მნიშვნელობის პოვნას
არითმეტიკულ მოწმედებათა კანონების გამოყენებით,შედარებით მარტივი ხერხით v ამოცანების ამოხსნას: v ამოცანის პირობაშტ ასახული
სიტუაციის სქემატური ნახაზებით წარმოდგენს: v ამოცანის ამოხსნის გეგმის
შედგენას. |
ინდივიდუალური, წყვილები,
დამოუკიდებელი და პრაქტიკული მუშაობა; მუშაობა
დაფასთან |
სახელმძღვანელო, რვეული,
საწერი კალამი, დაფა და ცარცი, პლაკატები, ტესტები, ბუკი თაბახის ფურცლები,ფერადი ფანქრები |
მიმდინარე–განმავითარებელი; ზეპირი კომენტარები საშინაო/ საკლასო დავალება; დამოუკიდებელი სამუშაო; შემაჯამებელი სამუშაოები |
1 |
გამრავლება |
19.10 22.10 |
||||
2 |
გამრავლების განრიგებადობის კანონი
შეკრების მიმართ |
23.10 24.10 |
||||
3 |
გამრავლების განრიგებადობის კანონი
გამოკლების მიმართ |
25.10 26.10 |
||||
4 |
რიცხვის გამრავლება 10-ზე, 100-ზე |
29.10 30.10 |
||||
5 |
გამრავლება ერთნიშნა რიცხვზე |
31.1001.11 |
||||
6 |
გაყოფა ნაშთით |
02.11 05.11 06.11 |
||||
7 |
ჯამის გაყოფა რიცხვზე |
07.11 08.11 |
||||
8 |
გაყოფა ერთნიშნა რიცხვზე |
09.11 12.11 |
||||
9 |
გაყოფა ერთნიშნა რიცხვზე როცა განაყოფის ჩანაწერში მიიღება
ნული |
13.11 14.11 15.11 |
||||
10. |
ამოვხსნათ ამოცანები |
16.11 19.11 20.11 |
||||
11 |
ტესტი თვითშემოწმებისთვის |
21.11 |
||||
12 |
2-ე თავის დამატებითი სავარჯიშოები |
23.11 23 11 |
||||
III |
1000-ზე მეტი რიცხვები |
25 სთ |
v შეზლებენ 1000-ზე მეტი რიცხვების
წარმოდგენას სათადა- რიგო შესაკრებების ჯა-მის სახით
და, პირიქით- მოცემული რიცხვის დაწერას
სათადარიგო შესაკრებების ჯამის სახით ü რიცხვის გამრავლებასა და გაყოფას 10-ზე, 100-ზე, 1000-ზე v რიცხვების შედარებას v სიგრძის, მასის და დროის
ერთეულების გა- მოსახვას უფრო მსხვილი
ან წვრილი საზომი ერთეულებით |
ინდივიდუალური,
წყვილები, დამოუკიდებელი და პრაქტიკული მუშაობა; |
სახელმძღვანელო, რვეული, საწერი
კალამი, დაფა და ცარცი, პლაკატები ბუკი |
მიმდინარე–განმავითარებელი; საშინაო/ საკლასო დავალება; დამოუკიდებელი სამუშაო; შემაჯამებელ |
1 |
რიცხვები,რომლებიც მეტია 1000-ზე |
26.11 27.11 |
||||
2 |
კლასები და თანრიგები |
28.11 29.11 |
||||
3 |
ნატურალური რიცხვები |
30.11 03.12 |
||||
4 |
რიცხვის გადიდება და შემცირება
10-ჯერ, 100-ჯერ,1000-ჯერ |
04.12 05.12 06.12 |
||||
5 |
რიცხვების შედარება |
07.12 10.12 11.12 |
||||
6 |
სიგრძის ერთეულები |
13.12 14.12 |
||||
7 |
მასის ერთეულები |
17.12 18.12 |
||||
8 |
დროის ერთეულები |
19.12 20.12 21.12 |
||||
9 |
ტესტი თვითშემოწმებისთვის |
24.12 |
||||
10 |
3-ე თავის დამატებითი სავარჯიშოები |
25.12 26.12 27.12 |
||||
11 |
სარეზერვო გაკვეთილი |
28.12 |
(სილაბუსი)
მასწავლებლის
საკონტაქტო ინფორმაცია: |
მაია მჭედლიშვილი, დაწყებითი კლასების პედაგოგი. E-mail – malilimali60@gmail.com მობ. – 591 413 815 |
სასწავლო
საგნის სახელწოდება: |
ბუნებისმცოდნეობა |
სასწავლო
კლასი, საფეხური, საგნის ხანგრძლივობა, საათების რაოდენობა: |
IV კლასი-დაწყებითი საფეხური, 1 სასწავლო წელი, კვირაში 2 საათი. |
სასწავლო
კურსის ზოგადი აღწერა. 1.
ცოცხალი სამყარო: |
მოსწავლე
ეცნობა: ცოცხალი ბუნების მრავალფეროვნებას, ორგანიზმების აგებულებისა და ცხოველმყოფელობის თავისებურებებს,
ორგანიზმების ძირითად ჯგუფებს და მათ მახასიათებლებს, ძირითად სასიცოცხლო მოთხოვნილებებს,
სასიცოცხლო ციკლებს. აგროვებს ინფორმაციას იმ გარემო პირობების შესახებ, რომლებიხ
ხელს უწყობს ორგანიზმების ზრდასა და განვითარებას; ეცნობა ორგანიზმების გარემოსთან
შეგუების ფორმებს. აცნობიერებს, რომ გარემო მრავალფეროვანი და დინამიკურია, შედგება
ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცოცხალი და არაცოცხალი კომპონენტებისაგან. გარემომცველ
სამყაროს შეიცნობს დაკვირვების (შეგრძნების ორგანოებით და მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით),
აღწერის და კლასიფიცირების გზით. ეცნობა გადასენებულ ორგანიზმებს იკვლევს ორგანიზმთა
გადაშენების მიზეზებს. |
2.
სხეულები
და მოვლენები: |
მიმართულების
მიზანია, მოსწავლეს დაანახოს კავშირი მის ირგვლივ არსებულ საგნებსა და ბუნებრივ მოვლენებს
შორის. ეცნობა დ იკვლევს სხეულის წონასწორობის მდგომარეობას. იგებს თუ რა არის ბერკეტი. მოსწავლე
აკვირდება, იკვლევს და სვამს კითხვებს ნივთიერი სამყაროსა და მასში მიმდინარე მოვლენების
შესახებ, ეუფლება ჯგუფური მუშაობის ჩვევებს, სწავლობს ინფორმაციის შეგროვებას და
ცდილობს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას. მარტივი
ექსპერიმენტების ჩატარებით მოსწავლე ეჩვევა ხელსაწყოებთან მოშაობას, მათ სწორად დანიშნულების
მიხედვით გამოყენებას და უსაფრთხოების წესების დაცვას. დაწყებოთ
საფეხურზე დაკვირვების შედეგებს მოსწავლე გადმოსცემს ჯერ ნახატებისა და მარტივი სქემების
მოგვიანებით კი - ცხრილების საშუალებით. ეცნობა ბუნებრივ და ხელოვნურ მასალებს, მასალათა
თვისებებს (ფერი, თბოგამტარობა, დრეკადობა, გამჭვირვალობა და სხვა)მატ შესაბამის
გამოყენებას საგნების დასამზადებლად.სითბოს გამტარ და არაგამტარ მასალებს, ბუნებრივ
და ხელოვნურ თბოიზოლატორებს. მოსწავლეები სწავლობენ მაგნიტის გამოყენებას და მის
პოლუსებს. ბგერის წარმოქმნას და მის წყაროებს. |
3.
დედამიწა
და გარესამყარო: |
მოსწავლე
ეცნობა დედამიწის ფორმას ძველი ხალხების წარმოდგენებში, მოგზაურობებს, აღმოჩენებს.
ძველ მოგზაურებს. მზის სისტემისა და სამყაროს შესახებ შეხედულებების განვითარებას.
მას უყალიბდება სწორი წარმოდგენა დროისა და სივრცის შესახებ. მოსწავლე შეისწავლის
ბუნებაში მიმდინარე ციკლურ პროცესებს, დედამიწაძე სიცოცხლის არსებობისათვის აუცილებელ
რესურსებს, იკვლევს მათი გამოყენების გზებს და საშუალებებს. გარემოს
შეცნობის მეთოდების დასაუფლებლად გათვალისწინებულია პრაქტიკული სამუშაოები, მათ შორის,
უშუალო დაკვირვება და სასწავლო ცდები, მარტივი ხელსაწყოების გაცნობა და გაზომვა-გამოთვლითი
სამუშაოების ჩატარება, ადგილზე ორიენტირება, ჰორისონტის მხარეებს რუკების გამოყენება,
ობიექტებისა და პროცესების მოდელირება, საქართველოს სასწავლო რუკებს: ფიზიკურ-გეოგრაფიულს
და კონტურულს. |
4.
ადამიანი
და გარემო: |
ამ მიმართულების
ფარგლებში მოსწავლე ეცნობა ადამიანსა და გარემოს შორის არსებულ ურთიერთ დამოკიდებულებას,
აგროვებს ინფორმაციას, თუ როგორ მოქმედებს გარემო ადამიანის ცხოვრების ნირზე და პირიქით,
როგორ იცვლება გარესამყარო ადამიანის ზემოქმედების შედეგად; ეცნობა ბუნებრივი სიმდიდრეების
მრავალფეროვნებას, მათი რაციონალურად გამოყენების გზებს და საყოფაცხოვრებლო ნარჩენების
სწორი უტულიზაციის მეთოდებს. მოსწავლეს
უყალიბდება პირადი და ჯგუფური პასუხისმგებლობა და აქტიურად ერთვება ლოკალური გარემოს
დაცვის საქმეში. მოსწავლე
ეცნობა სტიქიურ მოვლენებს, ბუნებრივ ბარიერებს, ეროზია, გამოფიტვა. ეცნობა აგრეთვე
საზოგადოებრივ ჰიგიენას და უსაფრთხოებას,ჯანსაღ კვებას. საკვების განვითარების გზას
ნედლეულიდან მზა პროდუქტამდე. გარემოს ზემოქმედებას ადამიანის საქმიანობაზე. |
5.
სასწავლო კურსის სტატუსი მოცემულ კლასში: |
დაწყებით
საფეხურზე ბუნებისმეტყველების სწავლება ე. ს. გ. - ით გათვალისწინებული საგანია. |
სასწავლო საგნის მიზანი: |
·
გაუჩნდეს
ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ; ·
განუვითარდეს
ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევები და შეძლოს
მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება; ·
გაცნობიერებული
ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა; ·
ჩამოუყალიბდეს
გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები; ·
გამოუმუშავდეს
კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარი; ·
განუვითარდეს
თვითშეფასებისა და თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარი,
შეეძლოს საზოგადოებაში თავისი ადგილის გადსაზღვრა; ·
მიეცეს
ჯანსაღი უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა; ·
გაცნობიერებული
ჰქონდეს მეცნიერის როლი კაცობრიობის პროგრესში; ·
გააზრებული
ჰქონდეს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობა კაცობრიობის განვითარებისთვის. |
სასწავლო საგნის ამოცანები: ცოდნა. |
·
ცოცხალი
სამყარო დასასიცოცხლო პროცესები. ·
სამყაროში
მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური მოვლენები. ·
დედამიწა
და გარემოსამყარო. ·
გარემოს
მდგრადი განვითარების პრინციპები. |
მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები: |
·
დაკვირვება,
აღწერა. ·
კვლევის
საგნის განსაზღვრა. ·
კვლევის
ეტაპების განსაზღვრა. ·
აღრიცხვა. ·
კლასიფიკაცია. ·
გაზომვა. ·
მონაცემების
ინტერპრეტაცია. ·
განჭვრეტა/ჰიპოთეზის
გამოთქმა ·
ცდის
დაგეგმვა. ·
ცდის
ჩატარება. ·
მონაცემთა
ანალიზი და შეფასება. ·
მოდელის
შექმნა და გამოყენება. |
დამოკიდებულება |
·
ინტერესი
საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ. ·
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება. ·
ინტერესი
მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ. ·
თანამშრომლობის
სურვილი. ·
გარემოზე
ზრუნვა და პასუხისმგებლობა. ·
უსაფრთხო
ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება. |
სწავლების დაწყებით საფეხურზე მოსწავლეს უვითარდება
სპეციფიკური უნარ-ჩვევები: |
·
გარემოზე
დაკვირვება (როგორც საკუთარი შეგრძნების ორგანოების, ისე მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით). ·
ბუნებრივი
მოვლენების ამოცნობა და მარტივი პროცესების აღწერა. ·
მონაცემების
შეგროვება დაკვირვების, მარტივი ექსპერიმენტის, საინფრორმაციო წყაროების საშუალებით. ·
გამოსაკვლევი
საკითხის შესახებ კითხვების დასმა. ·
ობიექტების
კლასიფიკაცია მათი მახასიათებლების მიხედვით. ·
რაოდენობრივი
მონაცემების აღრიცხვა, მათი ორგანიზება და პრეზენტაციის სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენა. ·
გარემოზე
ზრუნვა, უსაფრთხოების წესების დაცვა. |
სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები: |
მოსწავლეს შეუძლია ·
გააცნობიეროს
შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობა გარემოს აღქმაში. ·
აღწეროს
ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით ·
აღწეროს
სხეულებს/მოვლენებს შორის მსგავსება და განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით. ·
ორიენტირება
სკოლის ტერიტორიაზე. ·
დაახასიათოს
დღე-ღამის მონაცვლეობასთან დაკავშირებული მოვლენებო. ·
ლოკალური
გარემოს აღწერა. ·
პირადი
ჰიგიენისა და უსაფრთხო ქცევის ელემენტარული წესების დაცვა. ·
დამოკიდებულების
გამოხატვა საკუთარი გარემოსადმი. |
კურსის ორგანიზაცია: საკლასო მენეჯმენტის ხერხები: |
·
ინდივიდუალური. ·
წყვილები. ·
ჯგუფები. ·
მთელი
კლასი. |
მეცადინეობის ფორმები |
·
ლექციური. ·
პრეზენტაცია. ·
კომბინირებული. ·
პრაქტიკული
მუშაობა. ·
გაკვეთილი
კონკურსი. ·
გაკვეთილი
პროექტი. ·
ექსკურსია
- სასწავლო შინაარსის გასეირნება. |
სწავლების ფორმები |
·
პროგრამული. ·
ინტელექტუალური. ·
ევრისტული
(სწავლა აღმოჩენით). ·
პრობლემური. ·
სწავლება
დისკუსიით. ·
კონკრეტული
დავალებების დასწავლა (ახალი გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შეძენა). |
სასწავლო კურსის შეფასება: შეფასების ტიპები: მიმდინარე შეფასებები: |
განმავითარებელი. |
შემაჯამებელი: |
განმავითარებელი
და განმსაზღვრელი. განმავითარებელი შეფასება წარმოადგენს რჩევებს ან
რეკომენდაციებს წერილობითი ან ზეპირი სახით. |
აკადემიური შეფასების კომპონენტები: |
|
1.
საშინაო
დავალება. დავალების
ტიპები: |
საშინაო ექსპერიმენტი, დაკვირვება ობიექტებსა და პროცესებზე,
ინფორმაციის მოძიება. |
ფასდება შემდეგი უნარები: |
·
სააზროვნო
უნარ-ჩვევები. ·
კვლევის
უნარ-ჩვევები. ·
პრობლემის
გადაჭრის უნარ-ჩვევები. ·
თვითმართვის
უნარ-ჩვევები. |
2.
საკლასო
დავალება. დავალების
ტიპები: |
საკითხის განხილვა/დისკუსია, ექსპერიმენტი, მონაცემების
აღრიცხვა/დამუშავება, მოდელირება, საველე/გასვლითი სამუშაოები და სხვა. |
ფასდება შემდეგი უნარები: |
·
სააზროვნო
უნარ-ჩვევები. ·
კვლევის
უნარ-ჩვევები. ·
პრობლემის
გადაჭრის უნარ-ჩვევები. ·
სოციალური
უნარ-ჩვევები. ·
კომუნიკაციის
უნარ-ჩვევები. ·
თვითმფრინავის
უნარ-ჩვევები. |
3.
შემაჯამებელი
დავალება. |
ამ კომპონენტში
უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრამი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების
შედეგად მიღწეული შედეგები. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა აფასებდეს
საბუნებისმეტყველო საგნების სტანდარტით განსაძღვრული შედეგების მიღწევის დონეს. |
ფასდება შემდეგი უნარები: |
·
სააზროვნო
უნარ-ჩვევები. ·
კვლევის
უნარ-ჩვევები. ·
პრობლემის
გადაჭრის უნარ-ჩვევები. ·
კომუნიკაციის
უნარ-ჩვევები. ·
სოციალური
უნარ ჩვევები. ·
თვითმართვის
უნარ-ჩვევები. |
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი
დავალება. |
·
დავალების
თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს შეფასების ზოგადი რუბრიკა. ·
ზოგადი
რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და გავლილი მასალის გათვალისწინებით. ·
10
ქულა უნდა განაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე. ·
მითითებული
უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შეფასებასაც ემსახურება შემაჯამებელი
დავალება. |
რესურსები: |
·
მოსწავლის
სახელმძღვანელო: ლია შალვაღვილი, „ჩვენი გარემო“ გამომცემლობა „მერიდიანი“. ·
მასწავლებლის
სახელმძღვანელო: ლია შალვაშვილი, გამომცემლობა „მერიდიანი“. ·
დამხმარე
ლიტერატურა: მოსწავლის სამუშაო რვეული. ·
მოსწავლის
დაკვირვების დღიური. ·
საბავშვო
ენციკლოპედია - „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“. ·
ტექნიკური
საშუალება: კომპიუტერი, ინტერნეტ საიტები, დაფა, ცარცი, მარკერები. ·
თვალსაჩინოება:
პლაკატები, სურათები სასაუბრო თემებისთვის, სადემონსტრაციო ნივთები (საყოფაცხოვრებო,
სასწავლო, პირადი მოხმარების და სხვა), ილუსტრაციები. ·
საქართველოს ფიზიკური რუკა, გლობუსი. ·
ადამიანური
რესურსები: მშობელი, კლასის სტუმარი: კოლეგები ბიოლოგიის, გეოგრაფიის და (ისტ)-ის
მასწავლებლები. ·
გიორგი
კვანტალიანი (გადამუშავებული მაია ლევიძის მიერ) ,,ბაკურ სულაკსურის გამომცემლობა. |
მისაღწევი
შედეგები: |
მიმართულება: ცოცხალი სამყარო. ბუნ.IV.1 მოსწავლე აღწერს ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლს
აღწერა ბუნ.IV.2 მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს ზოგიერთი ორგანიზმის
ნიშან-თვისებების ადაპტაციური მნიშვნელობა . მიმართულება: სხეულები და მოვლენები. ბუნ.IV 3. მოსწავლე განასხვავებს სთბოს გამტარებს
და არაგამტარებს. ბუნ. IV 4. მოსწავლეს შეუძლია მაგნიტის მოქმედების აღწერა. ბუნ. IV. 5. მოსწავლეს
შეუძლია აღწეროს ბგერის წარმოქმნა და მისი წყაროები. მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო. ბუნ.IV.6 მოსწავლეს
შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა. ბუნ.IV.7 მოსწავლე მსჯელობს დედამიწის
ფორმაზე. ბუნ.IV.8 მოსწავლეს
შეუძლია მზის სისტემის აღწერა. მიმართულება: ადამიანი და გარემო. ბუნ.IV.9 მოსწავლე
იცავს საზოგადოებრივი ჰიგიენის და უსაფრთხო ქცევის წესებს. ბუნ. IV 10. მოსწავლეს
შეუძლია უსაერთხო ქცევის წესების დაცვა. ბუნ.IV. 11. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული
წესების დაცვა. |
მასწავლებელთა სასწავლო
ჯგუფის შეხვედრის ოქმი # 1
სკოლის დასახელება:
სსიპ ქალაქ თბილისის N55 საჯარო სკოლა |
შეხვედრის თარიღი: 11.01.2021. |
შეხვედრის თემატიკა და შინაარსი:
განმავითარებელი შეფასება დაწყებით კლასებში. განმავითარებელი შეფასების
მნიშვნელობა, როგორ ხდება სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება შეფასების
მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებით; |
|
შეხვედრაზე გამოყენებული რესურსები:
ვიგოცკი,
განმავითარებელი შეფასება. ნანა
შავთვალაძის და ნანა ფრუიძის ,,დამხმარე სახელმძღვანელო პედაგოგებისთვის“ |
|
დამსწრე მასწავლებელთა რაოდენობა ------- და ვინაობა: 1. ნინო ჯიქური 2. ნინო ჯაიანი 3. თამარ ყაჭიური 4.დარეჯან ახვლედიანი 5. ლია თურმანაული 6. ნინო კოდუა 7. ნინო ლორთქიფანიძე 8. ირმა მებზევიშვილი 9. ეკა ჯავახიშვილი 10. ეკა კუპრეიშვილი 11. მაია აბრამიძე |
დირექტორის
კომენტარი, ხელმოწერა: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
ლიდერი მასწავლებლის სახელი, გვარი
და ხელმოწერა:
მაია მჭედლიშვილი. |
ხელმოწერები
შეიძლება დაისვას ელექტორნული ფორმითაც.