воскресенье, 19 мая 2019 г.

პროექტი გეგმა ,,მცენარის ზრდა"


სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
მაია  მჭედლიშვილი
რაიონი
ვაკე-საბურთალო
სკოლა
სსიპ ქალაქ ბათუმის N 60 საჯარო სკოლა
ქალაქი
თბილისი
მოსწავლეთა რაოდენობა
20
მოსწავლეთა პროფილი
1 სსსმ მოსწავლე
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება     „მცენარის ზრდა“

თემის შინაარსი
პროექტი დაიწყო  ბუკში, პროგრამა ბუნებაში ვიდეოს ჩვენებით_,,მცენარის ზრდა“. საიდანაც მოსწავლეები იგებენ რა პირობებია საჭირო მცენარის არსებობისათვის, გაკვეთილზე სხვადასხვა აქტივობებით მოსწავლეებს უმტკიცდებათ უკვე შეძენილი ცოდანა მცენარის ნაწილებსა და საარსებო პირობებზე. შემდეგ ჯგუფები თესავენ მცენარეებს. I  ჯგუფი თავის ნათესს ათავსებს ფანჯრის რაფაზე სადაც მცენარეს ყველა პირობაა აქვს არსებობისათვის,  II ჯგუფი თავის ნათესს ათავსებს სიბნელეში, III  ჯგუფი კი ნათესს ათავსებს სიცივეში. ასევე მოსწავლეები სახლის პირობებში თესავენ სხვადასხვა მცენარეს და აწარმოებენ ყოველდღიურ დაკვირვებას სახლსა თუ სკოლაში.. შედეგებს კი ათავსებენ ცხრილში „მცენარის ზრდა“ , ასევე შედეგს აფიქსირებენ ბუკების საშუალებით. ორ  თვეში ვაჯამებთ შედეგს. ვაკეთებთ დასკვნას.
საგანი
ბუნებისმეტყველება
დონე/კლასი  
II  კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
8 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ბუნ.II.1.მოსწავლეს  შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითად  ნაწილების აღწერა.
·           თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს და ასახელებს ორგანიზმის  ძირითად  ნაწილებს,  გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ;
·           ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს და ფრაგმენტებისაგან ქმნის მცენარის, ცხოველის, ადამიანის გამოსახულებას;
·           მოსწავლე აღწერს სხვადასხვა მცენარეს შორის არსებულ მსგავსებას და განსხვავებას. 

ბუნ.II.2.მოსწავლეს შეუძლია  განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის   თვისება.
·         ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი პირობების (მაგ., წყალი, საკვები, საბინადრო გარემო) გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ., რა დაემართება ქოთნის მცენარეს თუ იშვიათად  მოვრწყავთ? რა დაემართება ზაზუნას თუ შევუმცირებთ საკვებს?) და ეძებს პასუხებს;
·         მოიპოვებს მასალას ზრდის პროცესის საილუსტრაციოდ;
·         აკვირდება და აღწერს მცენარეების ზრდის პროცესს (მაგ., ხორბლის აღმონაცენის  სიმაღლის მატება),  წერილობით აღრიცხავს მონაცემებს;
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება
      ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.


პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლე ასახელებს მცენარის ნაწილებს დამცენარის არსებობისათვის საჭირო პირობებს; აღწერს სხვადასხვა მცენარის ნაწილების მსგავსებას და განსხვავებას; აწარმოებს ყოველდღიურ დაკვირვებას მცენარეზე და აწარმოებს დაკვირვების შედეგების ჩაწერას; თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან; იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს დაკვირვების მიზნით.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა მოუვიდა მცენარეებს სხვადასხვა საარსებო პირობებში?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო  

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










ტესტებით გარკვევა მოსწავლის ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და მცდარი შეხედულებებიე განსაზღვრისათვის.

კროსვორდის შევსება  მოსწავლის ცოდნის, უნარ-ჩვევების, წარმოდგენების და მცდარი შეხედულებების განსაზღვრისათვის

დაკვირვებით და კითხვა-პასუით მოსწავლეების საჭიროებების, პროგრესის მონიტორინგის, საკითხის გაგების შემოწმებისათვის. ხელი შეუწყეთ მეტაკოგნიტურ აზროვნებას, დამოუკიდებელ მუშაობას და თანამშრომლობას.
ჯგუფებში მუშაობა მოსწავლეების საჭიროებების, პროგრესის მონიტორინგის, საკითხის გაგების შემოწმებისათვის. ხელი შეუწყეთ მეტაკოგნიტურ აზროვნებას, დამოუკიდებელ მუშაობას და თანამშრომლობას.
ტესტით მოსწავლეების მიერ საკითხის გაგებისა და უნარ-ჩვევების შემოწმებისათვის. წაახალისეთ მეტაკოგნიტური აზროვნება, განსაზღვრეთ მოსწავლეების სწავლის საჭიროებები შემდგომი ეტაპისათვის.
დაკვირვების შედეგად  ცხრილების წარმოება , „მცენარის ზრდა“ მოსწავლეების მიერ საკითხის გაგების და უნარ-ჩვევების შემოწმებისათვის. წაახალისეთ მეტაკოგნიტური აზროვნება, განსაზღვრეთ მოსწავლეების სწავლის საჭიროებები შემდგომი ეტაპისათვის.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
მოსწავლეების შეფასება ხდება მთელი პროექტის მსვლელობის პროცესში;
პროექტის ბოლოს ყველაზე აქტიურ დამკვირვებლებს გადაეცემათ დიპლომი „პატარა მკვლევარი“
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
შეუძლიათ ცხრილებზე მუშაობა; იციან კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება;
სასწავლო პროცედურები
·         მოსწავლეები შინ ნახულობენ ფილმს „მცენარის ზრდა“
·         გაკვეთილზე, რომელიც ჩატარდება „შებრუნებული საკლასო ოთახის“ მეთოდით, სხვადასხვა აქტივობით განიმტკიცებენ შეძენილ ცოდნას;
·         თესავენ თესლებს, რის შემდეგაც  ჯგუფები ნათესებს ათავსებენ შესაბამისს  ადგილზე:
I  ჯგუფი -  თავის ნათესს ათავსებს ფანჯრის რაფაზე სადაც მცენარეს ყველა პირობაა აქვს არსებობისათვის გარდა წყლისა;
             II ჯგუფი - თავის ნათესს ათავსებს ფანჯრის რაფაზე, სადაც მცენარეს ყველა პირობა აქვს არსებობისთვის;
           III  ჯგუფი - ნათესს ათავსებს სიბნელეში;
           IVჯგუფი - ნათესს ათავსებს სიცივეში;
·         მოსწავლეები იწყებენ მცენარეზე დაკვირვებას, შედეგებს აფიქსირებენ ბუკებით სურათის გადაღებით და მონაცემები შეაქვთ ცხრილში;
·         8 კვირის შემდეგ კვლევას ვაჯამებთ.
·         ხდება შედეგების დემონსტრირება და გადაღებული მასალის დემონსტრირება;










დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები


სსსმ მოსწავლე
შეძლებს აქტიურად ჩაერთოს პროექტის მსვლელობაში;
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

ü   ბუკი
ü  მასწავლებლის ლეპტოპი
ü   ციფრული კამერა

ü   საბეჭდი მანქანა/პრინტერი
ü   პროექტორი


ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 ინტერნეტძიება
ü   ვორდის პროგრამა
 ფოტო/სურათების დამუშავება
ü   მოვი მეიქერი

 ვებგვერდის შექმნა
 ვებ კამერა
 კალამეო

ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელოები, სავარჯიშო რვეული, A4 ტიპის ფურცლები
ინვენტარი/მასალები
ჭურჭელი, მიწა, თესლი;
ინტერნეტრესურსები





Комментариев нет:

Отправить комментарий