суббота, 1 июня 2019 г.

              რეფლექსია სასწავლო რესურსის შესახებ


             სსიპ ქალაქ თბილისის N60 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების (I-IV) მასწავლებლის მაია მჭედლიშვილის სასწავლო ელექტრონული რესურსის რეფლექსია.

სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის.
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი საგანმანათლებლო მიზნებისთვის შევქმენი. კერძოდ პროექტის,  ,,მცენარის ზრდა", ფარგლებში ვთარგმნე რუსული ზღაპარი  ,,КТО ВЫРАСТИЛ ЯГОДКУ"? (http://www.dobrieskazki.ru/smallkids.htm)  და პროგრამა PowerPoint-ში გაფორმებული სიუჟეტური სურათებით და ტექსტით ავკინძე. 
რესურსის შექმნის მიზანი იყო ცოდნის განმტკიცება. ასევე, აღნიშნული ელექტრონული რესურსის გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს გაკვეთილის  თემატიკიდან გამომდინარე მასალის  შესაწავლასა და  უკეთ აღქმაში. ამ მხრივ შეძენილი ცოდნა კი მოსწავლეებს  გაუადვილებს  შემდგომი სასწავლო აქტივობების ორგანიზებას. გარდა ამისა რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესს ბევრად საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის. ასევე, რესურსი ამოწმებს და თან აუმჯობესებს მოსწავლის ცოდნას მცენარის ზრდისთვის საჭირო მონაცემების შესახებ. 
რესურსი ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს და ხელს უწყობს მედიამეცნიერების და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. „მასწავლებელი- მოსწავლის“ შემოქმედებითი თანამშრომლობის პროცესის წარმართვას:

      ბუნ.II.2.მოსწავლეს შეუძლია  განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის   თვისება.
·         ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი პირობების (მაგ., წყალი, საკვები, საბინადრო გარემო) გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ., რა დაემართება ქოთნის მცენარეს თუ იშვიათად  მოვრწყავთ? რა დაემართება ზაზუნას თუ შევუმცირებთ საკვებს?) და ეძებს პასუხებს;
·         მოიპოვებს მასალას ზრდის პროცესის საილუსტრაციოდ;
·         აკვირდება და აღწერს მცენარეების ზრდის პროცესს (მაგ., ხორბლის აღმონაცენის  სიმაღლის მატება),  წერილობით აღრიცხავს მონაცემებს;

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება
      ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.

რესურსის გამოსაყენებლად ინტერნეტი არ არის საჭირო, მოსწავლეებს კლასის მართვის პროგრამით გადაეგზავნათ გაკვეთილის პროცესში. რესურსის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებმა გამოიტანეს დასკვნები, რომ მცენარეს ზრდისთვის სჭირდება: წყალი, ნიადაგი, მზე, სითბო, სინათლე;
დაკვირვებამ აჩვენა რომ ასეთი ტიპის რესურსების საგაკვეთილო პროცესში გამოყენება, სსსმ მოსწავლეებისთვისაც მეტად შედეგიანია, ვიზუალური თვალსაზრისით, რაც მათ აღქმასა და ინფორმაციის გაგება-გააზრებაში ეხმარებათ.
რესურსი მრავალჯერადი გამოყენებისაა ის განთავსებულია: 


Комментариев нет:

Отправить комментарий