ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
რეფლექსია
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესს მიმზიდველსა და საინტერსოს ხდის. მოსწავლეთათვის მისი საშუალებით ცოდნის მიღება მოსახერხებელი და მრავლფეროვანი ხდება.
ვარ დაწყებითის პედაგოგი. სასწავლო პროცესში,
როგორც დამხმარე სასუალებას, აქტიურად ვიყენებ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს _ ბუკებს კლასის
მართვის პროგრამით. ასევე PowerPoint და OfficeWord-ის პროგრამებს პრეზენტაციისა და ცრილებისთვის.
ამ პროგრამებით მოსწავლეებს ვაწვდი მზა რესურს
ან თვითონ ამზადებენ, რაც ხელს უწყობს 21 საუკუნის უნარ ჩვევების განვითარებას.
გაკვეთილის
პირველ ნაწილში გონებრივი იერიშისთვის გამოვიყენე, Word-ის დოკუმენტში გაკეთებული, ელექტრონული ცხრილი, რომელიც კლასის მართვის პროგრამით
გადავუგზავნე მოსწავლეებს. ეს აქტივობა დამეხმარა მოსწავლეთა პროვოცირებაში და წინარე
ცოდნის გააქტიურებაში_ მოსწავლეებს ცხრილის პირველ სვეტში ,,მე ვფიქრობ“ უნდა ჩაეწერათ ერთი წელიწადის დრო, რომელიც ყველაზე
მეტად მოსწონთ და 3 მნიშვნელოვანი რამ, რაც
მას ყველაზე მეტად უკავშირდება (წელიწადის დროს). შესრულებულ სამუშაოს მოსწავლეები
კლასის მართვის პროგრამით აგზავნიან მასწავლებელთან და ერთობლივად განიხილავენ დავალებას.
კაკვეთილის შემდეგი ეტაპი კითხვის ფაზაა, რომლის
დროსაც მოსწავლეები მარკირების მეთოდით მუშაობდნენ და მონიშნული ინფორმაცია შეაქვთ ცხრილის მეორე (იდენტურ)
ნაწილში ,,ტექსტი ამბობს“ და უგზავნიან მასწავლებელს. ის კი პროექტორით აჩვენებს კლასს
დაფაზე და ერთობლივად განიხილავენ.
შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები პროგრამა Paint-ში ხატავენ
წელიწადის დროებს და ნამუშევრებს უგზავნიან
მასწავლებელს. მასწავლებელი დიდ ეკრანზე აზიარებს ყველა ნამუშევარს, რის შემდეგაც ბავშვები გაისეირნებენ გალერიაში და შეაფასებენ
თავიანთ ნამუშევრებს.
ამ კონკრეტული ელექტრონული
რესურსის შექმნა განაპირობა იმან, რომ მოსწავლეები ბუკში უფრო ხალისით წერენ. გარდა
ამისა მოსწაონთ შესრულებული დავალების მასწავლებელთან გაზიარება ელექტრონული გზით,
და თუ მათი ნამუშევარი პროექტორის საშუალებით დაფაზეც გამოჩნდა, ემოციებს ვეღარ მალავენ.
ეს განწყობა მთელი გაკვეთილის ბოლომდე მიჰყვებათ, რაც მე მიზნის მიღწევაში მეხმარება.
გეკვეთილზე
გამოყენებული ელექტრონული რესურსი ცხრილის სახით, ემსახურება საგანმანათლებლო მიზნებს
და ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელიც გაკვეთილის გეგმის თავფურცელშია მოცემული. ინფორმაციულ საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების ამ სახით გამოყენებამ გაკვეთილზე გამოიწვია მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობა.
წარმოგიდგენთ გაკვეთილის გეგმას, რომელზეც გამოვიყენე
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
გაკვეთილის გეგმა
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: მაია
მჭედლიშვილი 13001003864
საგანი:
ქართული /ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სწავლების საფეხური/კლასი: II/გ
მოსწავლეთა რაოდენობა: 20, 1
სსსმ მოსწავლე.
გაკვეთილის თემა:
,,ოთხი სურვილი’’
გაკვეთილის მიზანი:
§ დაეუფლონ წელიწადის დროებთან დაკავშირებულ სიტყვებს;
§
სპეციალური ელექტრონული ცხრილის დახმარებით გაიაზრონ წელიწადის
დროთა ძირითადი მახასიათებლები და თავისებურებები;
§
შეძლონ წაკითხული ტექსტიდან მითითებული ინფორმაციის ამოკრება;
§
გამოხატონ ტექსტის წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილებები ბუკში, პროგრამა Paint-ში, თემატური კომპოზიციის შექმნის გზით;
§
განივითარონ მცირე ჯგუფებში და ბუკთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
§
ჩამოუყალიბდეთ ესთეტიური დამოკიდებულება ბუნების მოვლენებისა
და წელიწადის დროების მიმართ.
ესგ-სთან შესაბამისობა
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული
სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
მოსწავლე:
Ø სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
მოსწავლე:
Ø ხმამაღლა
(მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს და იგებს მარტივი წინადადებებით შედგენილ
მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტებს;
Ø პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს;
კითხულობს ხმამაღლა და
გარკვევით.
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა
შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და
გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული
ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
მოსწავლე:
Ø ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვას/წინადადებას, (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, ცხოველს, სათამაშოს და სხვ.);
Ø აჯგუფებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას კონკრეტული ნიშნების
მიხედვით (მასწავლებლის დახმარებით
ან დამოუკიდებლად) (მაგ.,
შინაური და გარეული ცხოველები, ხილი და ბოსტნეული, ზამთრის თემატიკის ამსახველი ლექსიკა,
სხვ.);
ქართ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ უნდა
შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური
გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.
მოსწავლე:
Ø ქმნის წაკითხული / მოსმენილი ტექსტის ან მისი ფრაგმენტის სიუჟეტურ
ნახატს;
Ø ქმნის ნახატს, რომელშიც გადმოცემულია მოსმენილი / წაკითხული
ამბის გაგრძელება;
ის.ტექნ.დაწყ.1. მოსწავლე
უნდა იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების დროს
მოსწავლე:
Ø მონაწილეობს ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენების
სასკოლო/საკლასო წესების შემუშავებაში და იცავს მათ ქსელისა და ციფრული საშუალებების
გამოყენებისას;
ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება
Ø ეფექტიანად იყენებს მაუსს/ტაჩპედს, მოხერხებულად იყენებს
მის ღილაკებს;
21 საუკუნის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
● შემოქმედებითი
იდეების პრაქტიკაში გამოცდა ინოვაციურ
სფეროში.
კრიტიკული აზროვნება
და პრობლემების გადაჭრა
●
საღი მსჯელობა და აღქმა;
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
●
იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი
თუ სიტყვიერი ფორმით;
●
სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
მედიაწიგნიერება
● მედიაგზავნილების შექმნის,
მათი მიზნობრიობის, გამოყენებული ინსტრუმენტების, მახასიათებლებისა და კონვენციების
ცოდნა;
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
მისალმება, გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
ადამიანური რესურსი, ჟურნალი, შეფასების რუბრიკები ფლიფჩარტზე, დაფა,
მაგნიტები;
|
2 წთ
|
2
|
მასწავლებელი მოსწავლეებს ბუკებში უგზავნის ცხრილს კლასის მართვის პროგრამით (დანართი 1) რომელშიც ჩამოწერილია წელიწადის ოთხი დრო (ცხრილი შედგება ორი ნაწილისგან: „მე ვფიქრობ“ და „ტექსტის მიხედვით“, რომლის თითოეულ ნაწილში ოთხ-ოთხი სვეტია გამოყოფილი. თითოეულ სვეტში იწერება წელიწადის კონკრეტულ დროსთან დაკავშირებული ინფორმაცია);
ცხრილის პირველ სვეტში ,,მე ვფიქრობ“ უნდა დაწერონ ერთი წელიწადის დრო, რომელიც ყველაზე
მეტად მოსწონთ და მიაწერონ 3 მნიშვნელოვანი რამ, რაც მას ყველაზე მეტად უკავშირდება
(წელიწადის დროს). ინფორმაცია შეუძლიათ გაუზიარონ წყვილებმა ერთმანეთს, ან კლასს.
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად
მიმოიხილავს და შეაჯამებს ცხრილის მარცხენა ნაწილში დაგროვებულ ინფორმაციას.
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
ადამიანური რესურსი, ბუკები, ცხრილი,
|
3 წთ
|
3
|
II ფაზა - ტექსტის წაკითხვა და დამუშავება
მოსწავლეები ინდივიდუალურად
კითხულობენ ფურცლებზე ნაბეჭდ ტექსტს ,,ოთხი სურვილი“.
მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს, კითხვის პროცესში მარკირებით მოინიშნონ სიტყვები და ფაქტები/მოვლენები,
რომლებიც უკავშირდება წელიწადის ამა თუ იმ დროს.
მოსწავლეებს მონიშნული ინფორმაცია შეაქვთ ცხრილის მეორე (იდენტურ) ნაწილში ,,ტექსტი ამბობს“ და უგზავნიან მასწავლებელს. ის
კი პროექტორით აჩვენებს კლასს დაფაზე.
|
ჩუმი კითხვა
|
მთელი კლასი, ინდივიდუალური
|
ადამიანური რესურსები, ნაბეჭდი ტექსტი A4 ფურცელზე,
ფერადი მარკერები, მასწავლებლის ბუკი, პროექტორი, ცხრილი;
|
8 წთ
|
4
|
IIIფაზა - განმტკიცება-გამთლიანება წაკითხვის
შემდეგ
მოსწავლეები ერთმანეთს
ადარებენ ცხრილის პირველ და მეორე ნაწილს; გახაზავენ იმ სიტყვებს/მოვლენებს, რომლებიც
ორივე ცხრილშია მოცემული.
მასწავლებელი და მოსწავლეები განიხილავენ
სიტყვებს/მოვლენებს, რომლებიც არ არის გახაზული ცხრილში.
მასწავლებელი სვამს
სხვადასხვა დონის კითხვებს და წარმართავს საკლასო დისკუსიას ტექსტის უკეთ გააზრებისათვის. მაგ:
·
რა
არის აკიდო?
·
რა
უთხრა ნიკომ მამას გაზაფხულზე?
·
რატომ
წააკითხა მამამ ნიკოს უბის წიგნაკის ჩანაწერი?
·
რატომ
უწოდა ავტორმა ამ ტექსტს „ოთხი სურვილი“?
·
რა
დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ?
|
გონებრივი იერიში, ინტერაქტიული კითხვები;
|
მთელი კლასი
|
ბუკი, პროექტოორი, ცხრილი, მარკერი, თეთრი დაფა;
|
8
|
5
|
მასწავლებელი მოსწავლეებს
4 ჯგუფად ყოფს აძლევს დავალებას, ბუკში, პროგრამა Paint-ში დახატონ წელიწადის დროები:
I ჯგუფი _ გაზაფხული;
II ჯგუფი _ ზაფხული;
III ჯგუფი _ შემოდგომა;
IV ჯგუფი _ ზამთარი;
(ჯგუფში ყველა ინდივიდუალურად ხატავს)
|
ჯგუფური მუშაობა
|
ჯგუფური
|
ადამიანური რესურსი, ბუკები;
|
10 წთ
|
6
|
ნამუშევრების პრეზენტაცია_
ჯგუფები მასწავლებელს
კლასის მართვის ფუნქციით უგზავნიან ნამუშევრებს. მასწავლებელი პროექტორით მთელს კლასს
წარუდგენს თითოეული ჯგუფის ნამუშევარს.
მასწავლებელი უსვამს მათ შეკითხვებს მუშაობის
პროცესისა და ნამუშევრის მახასიათებლების შესახებ. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს,
შეაფასონ ერთმანეთის ნამუშევრები. მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები უკავშირებენ
ნამუშევრებს ტექსტში გადმოცემულ ინფორმაციას და გამოყენებულ სიტყვებს.
სასურველია,
გაკვეთილი დასრულდეს აქტივობით „გასეირნება გალერეაში“, მასწავლებელი ყველა ჯგუფის ნამუშევარს აჩვენებს
პროექტორით. ბავშვები ათვალიერებენ ერთმანეთის ნამუშევრებს.
|
ინტერპრეტაცია, პრეზენტაცია;
|
ჯგუფები, მთელი კლასი;
|
ბუკები, პროექტორი, ნამუშევრები;
|
6 წთ
|
7
|
შეფასება
მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეთა მუშაობას და საკუთარ
სამუშაო რვეულში აკეთებს სპეციალურ ჩანაწერებს. ეს შეიძლება იყოს:
მოსწავლეთა
მუშაობის
მონიტორინგის
სქემა
(დანართი 2) სპეციალური სიმბოლოებით (მაგ.:კარგი,
სასუალო, დამაკმაყოფილებელი);
|
|
|
|
3 წთ
|
დანართი 1
|
მე ვფიქრობ
|
|
ტექსტი ამბობს
|
||||
|
|
|
|
|
|
|
|
გაზაფხული
|
ზაფხული
|
შემოდგომა
|
ზამთარი
|
გაზაფხული
|
ზაფხული
|
შემოდგომა
|
ზამთარი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი 2
|
შეკითხვ. პასუხი და
|
მუშაობა ლექსიკურ
|
ტექსტთან მუშაობა
|
ბუკთან მუშაობა
|
|
||||
|
დისკუსია ტექსტის
|
(სიტყვების
|
კომპოზიციის
|
|
|||||
მოსწავლე
|
ერთეულებზე
|
|
|||||||
გარშემო
|
დეკოდირება)
|
შექმნა და წარდგენა
|
|
||||||
|
|
|
|
||||||
|
აქტიურ.
|
შესრულ.
|
აქტიურ.
|
შესრულ.
|
აქტიურ.
|
შესრულ.
|
აქტიურ.
|
შესრულ.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ხელმოწერა: მ. მჭედლიშვილი
თარიღი: 29.11. 2018წ
Комментариев нет:
Отправить комментарий