სსიპ ქალაქ თბილისის № 60 საჯარო სკოლის დაწყებითის მასწავლებლის, მაია მჭედლიშვილის რეფლექსია:
სასწავლო პროსესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენება_ ელექტრონული რესურსის შექმნა და გამოყენება;
ინსტრუქცია
ჩემ მიერ წარმოდგენილი სასწავლო ელექტრონული რესურსი არის Learningapps.org-ში შექმნილი სავარჯიშო: ,, გამოიცანი პროფესია“ , დაწყებითი კლასებისათვის, რომლის ელექტრონული მისამართია: https://learningapps.org/display?v=pdwwnmc0j17
ელექტრონული რესურსი არის ინტერაქტიული სავარჯიშო-სათამაშო ტესტი. ის წარმოადგენს ელექტრონულ კომპიუტერულ თამაშს.
მას შემდეგ, რაც მოსწავლე გახსნის ბმულს, გამოჩნდება პროფესიების სურათები და მათი სახელები. ვიდრე მოსწავლე თამაშს დაიწყებს უნდა გაეცნოს ამოცანას, სადაც თამაშის ინსტრუქცია დეტალურადაა მოცემული: თაგვის დახმარებით, მოსწავლე მონიშნავს პროფესიის აღმნიშვნელ რომელიმე სურათს. შემდეგ მიიტანს შესაბამის სახელთან. სახელის ჩარჩო ჯერ გაშავდება, შემდეგ მიებმება სურათს. სწორი პასუხის შემთხვევაში სურათის ჩარჩო გამწვანდება და გაქრება. არასწორი პასუხის შემთხვევაში გაწითლდება და დარჩება ეკრანზე, რის გამოც მოსწავლეს მოუწევს დავალების თავიდან შესრულება.
რესურსი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და მომხმარებელს.
რეფლექსია
ელექტრონული რესურსის შექმნის მიზანი იყო მოსწავლეთათვის თამაშით სწავლება და ცოდნის განმტკიცება, რაც საკმაოდ სახალისო, საინტერესო და ამასთანავე შედეგის მომტანიც იქნებოდა.
ჩემს მიერ შექმნილი რესურსი ამოწმებს და თან აუმჯობესებს მოსწავლის ცოდნას პროფესიების შესახებ. სათაურთან ვაკეთებ პატარა შეხსენებას, რომ პროფესია არის ხელობა, მას დაესმის კითხვები: ვინ?
ინტერაქტიული თამაშით მოსწავლეს უვითარდება ეროვნული სასწავლო გეგმით მოთხოვნილი ძირითადი უნარ-ჩვევები, კერძოდ:
სტანდარტი
მიმართულება: მოსმენა
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
Ø სწორად რეაგირებს ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში;
Ø საჭიროების მიხედვით, ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);
Ø ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
Ø ამოიცნობს და მიზნის შესაბამისად იყენებს მეტყველების ვერბალურ და არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკასა და სხვ.).
ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.
Ø ადეკვატურად იყენებს აქტიურ ლექსიკას;
ქართ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
Ø სვამს შეკითხვებს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის, კონკრეტული ფაქტის/ინფორმაციის დასაზუსტებლად;
Ø მიზნის შესაბამისად იყენებს საყრდენებს (მაგ., მინიშნებებს, ილუსტრაციებს, შეთავაზებულ მარტივ სქემას, ინსტრუქციასა და სხვ.).
მიმართულება: კითხვა
ქართ. დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
Ø აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
Ø თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს;
Ø თავისუფლად კითხულობს ნაცნობ სიტყვებს;
Ø ცდილობს სათანადო ინტონაციით გამოხატოს წინადადების მოდალობა (თხრობითი და კითხვითი წინადადებების);
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
Ø ერთმანეთთან აკავშირებს ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციასა და
ილუსტრაციას.
Ø ამოიცნობს ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რამდენი, როგორ...);
Ø აკავშირებს ერთმანეთთან ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას (მასწავლებლის დახმარებით ან დამოუკიდებლად);
Ø ამოიცნობს მარტივი სახის პრაგმატული ტექსტების (მაგ., მისალოცი/მოსაწვევი ბარათის, რეკლამის, გამაფრთხილებელი აბრის, სხვ.) დანიშნულებას, ადრესატს;
Ø დამოუკიდებლად იგებს სავარჯიშოს/დავალების პირობას;
ძირითადი თემატიკა:
ლექსიკოლოგიური ასპექტი:
რესურსში სიტყვებს და
სურათებს აქვთ სხვადასხვა მნიშვნელობა. ისინი აღნიშნავენ საგნებს. სიტყვის შერჩევა შესაძლებელია (და აუცილებელი) ნახატის შინაარსის მიხედვით, რათა აზრი სწორად გამოიხატოს.
გრამატიკული ასპექტი:
მოსწავლე მოცემულ სიტყვებს აწყვილებს სურათებთან_ახდენს შესაბამისობის დადგენას;
რესურსის გამოყენებისათვის კლასში საჭირო იყო ბუკი და ინტერნეტი. სწორედ ამიტომ მოსწავლეები საინფორმაციო ტექნოლოგიების ოთახში ავიყვანე, სადაც უწყვეტი ინტერნეტია.
მუშაობის პროცესი მეტად სახალისო აღმოჩნდა. თითოეულ მოსწავლეს თამაშის დროს უფიქსირდებოდა კონკრეტული კითხვის პასუხი ფერების საშუალებით, რომელიც წინასწარი ინსტრუქციით იცოდნენ, რომ სწორი პასუხი გამწვანდებოდა და გაქრებოდა, არასწორი პასუხი გაწითლდებოდა და დარჩებოდა ეკრანზე. შეცდომის შემთხვევასი ხელახლა ხალისით იწყებდნენ თამაშს და ასწორებდნენ შეცდომებს.
ელექტრონული რესურსის გამოყენება მოსწავლეებს შეეძლოთ მრავალჯერადად_სკოლაში და სახლში და ეს იძლეოდა შეცდომის აღმოფხვრის საშუალებას. შედეგად მოსწავლეებმა დაისწავლეს პროფესიები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები პროფესიებზე და აღნიშნეს თავიანთი სამომავლო პროფესა.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ სსსმ მოსწავლეც გამოიყენებს ამ რესურსს, მაგრამ შეიძლებოდა მისი ადაპტირებული ვერსიის შექმნაც, რაც გავითვალისწინე და გავაკეთე.
ადაპტირებული რესურსი წარმოადგენს ფურცელზე ფერადად დაბეჭდილ პროფესიებს და
მათ სახელებს (დიდი
ზომა დაფისთვის და პატარა ზომა, მაგიდისთვის) , რომლებსაც ლამინირება აქვს გაკეთებული და
უკან მაგნიტები აქვს მიმაგრებული. რესურსს თან ახლავს პროფესიისათვის საჭირო
საგნები, რაც ლექსიკური მარაგის გამდიდრებასაც უწყობს ხელს. მოსწავლეს შეუძლია პროფესიის ამოცნობა და დასახელება თითოეული მათგანის. გარდა ამისა რესურსი თვალსაჩინო და სენსორულია. მოსწავლე არა მარტო ხედავს და
აღიქვამს, არამედ ეხება, ირჩევს, აწყვილებს მათ, ეს კი სწავლა- კეთებას ნიშნავს და მოსწავლეებში ცოდნის აგებას უწყობს ხელს.
გარდა ამისა რესურსი word -ის დოკუმენტშია აწყობილი. რესურსის დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა მისი ხელახლა დაბეჭვდა და ლამინირება შემდგომი მოხმარებისთვის. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ზომების გაზრდა და დაპატარავებაც.
რესურსის
შესაქმნელად გამოვიყენე https://www.pinterest.com/pin/748934613007133581/ - ის სურათები.
რესურსის გამოყენება შეგიძლიათ:
https://docs.google.com/document/d/13uOBkGIYKJwC5EQqVjNu1RPvwIP3p-9G/edit
- ის საშუალებით.
რესურსის გამოყენება შეგიძლიათ:
https://docs.google.com/document/d/13uOBkGIYKJwC5EQqVjNu1RPvwIP3p-9G/edit
- ის საშუალებით.
ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში ასეთი რესურსების გამოყენებამ ძალიან გაზარდა
მოსწავლეთა მოტივაცია და სწავლების ხარისხი, რაც მე გაკვეთილზე მიზნის მიღწევაში მეხმარება.
Комментариев нет:
Отправить комментарий